მთავარიმსოფლიოტყის ხანძრები მსოფლიოში

ტყის ხანძრები მსოფლიოში

2021 წლის ზაფხული ტყის ხანძრების გამო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ზაფხულის სახელით შევა. ბოლო ინფორმაციით, იტალიაში ხანძრებს 4 ადამიანი ემსხვერპლა. 1-ლი იანვრიდან – 16 აგვისტოს ჩათვლით იტალიაში 120 000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი დაიწვა. მეხანძრე-მაშველები ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან.

ზოგიერთი იტალიური სანაპიროდან, კამპომარინოს მსგავსად, ზღვის ლამაზ ხედთან ერთად გადამწვარი მიწაც მოჩანს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ზღვის ულამაზესი ხედის უკან საშინელება ხდება და ეს ძალზე დასანანია.

12 სახანძრო თვითმფრინავია ჩართული ვალენსიის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში. ოფიციალური პირების განცხადებით, ხანძარი საფრთხეს უქმნის სერა დე სპადას პარკს. ხანძარი მძვინვარებს ცენტრალური ავილის პროვინციაში. ავილის რამდენიმე ქალაქიდან მოსახლეობა უკვე უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი.

ჩრდილოეთ მაროკოში მეხანძრეები ტყის ხანძრის 2 კერას ამ დრომდე ებრძვიან. ოფიციალური პირების განცხადებით, სითბური ტალღის მიერ გამოწვეულმა ხანძრებმა 200 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი გაანადგურა.

ალჟირში თვის დასაწყისში გაჩენილმა ხანძარმა 12000 ადამიანი აიძულა, სახლები დაეტოვებინა. ასობით მაცხოვრებელი კი უსახლკაროდ დარჩა. გარდაიცვალა 65 ადამიანი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend