მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოდიდ ბრიტანეთში მასობრივი სროლის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

დიდ ბრიტანეთში მასობრივი სროლის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

დიდ ბრიტანეთში შეიარაღებულმა მკვლელმა  ხუთი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დახოცა. ეს ბოლო ათ წელიწადში პირველი ასეთი მასობრივი მკვლოლობაა დიდ ბრიტანეთში. ადგირლობრივმა მოსახლებამ დაღუპულთა ხსოვნას პატივი სანთლების დანთებით მიაგო.

პოლიციის განცხადებით, 13 აგვისტოს 22 წლის ჯეიკ დეივისონმა დედამისი, 51 წლის მაქსინ დეივისონი, მოკლა. შემდეგ სახლი დატოვა და 3 წლის სოფი მარტინსი და მამამისი, 43 წლის ლი მარტინსი, დახოცა. მან გასროლით დაჭრა ქუჩაში გამვლელი 2 ადამიანიც. როგორც ირკვევა, შემდეგ პარკისკენ გაეშურა, სადაც 59 წლის სტეფან ვაშინგტონს და 66 წლის ქეით შეპარდს ესროლა. შეპარდი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

პოლიციის განცხადებით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. მათ შორის, ჰქონდა თუ არა 22 წლის დამნაშავეს კავშირი ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან.

დიდ ბრიტანეთში ასეთი სროლა ბოლოს 2010 წელს მოხდა, როდესაც ტაქსის მძღოლმა 12 ადამიანი დახოცა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend