მთავარიაზიაავღანეთიქაბულში ჰუმანიტარული კრიზისია

ქაბულში ჰუმანიტარული კრიზისია

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ჰუმანიტარული კრიზისია. მას შემდეგ, რაც თალიბანმა ავღანეთის მესამე ყველაზე დიდი ქალაქი დაიპყრო, ათასობით მოქალაქე იძულებული გახდა, სახლი დაეტოვებინა.

ქალაქ ჰერათის დაპყრობა ამ ეტაპზე თალიბანის ყველაზე დიდი მიღწევაა. მათ ერთკვირიანი სამხედრო კამპანიის ფარგლებში ავღანეთის 24 პროვინციის დედაქალაქიდან 11 დაიკავეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ქაბულს საფრთხე არ ემუქრება, თალიბანის წარმატებული სამხედრო კამპანია მის გავლენას ზრდის. ორგანიზაციას ქვეყნის ორი მესამედი უკვე დაპყრობილი აქვს და რამდენიმე სხვა პროვინციის დედაქალაქში სამთავრობო ძალებზე ზეწოლას აგრძელებს.

დაპყრობილი რაიონებიდან, თავშესაფრის მოსაძებნად, ხალხი დედაქალაქში მდებარე, შარიე ნოს პარკში მივიდა.

„შეხედეთ ჩემი შვილების მდგომარეობას, თითქმის ორი დღეა ხალიჩებზე სძინავთ. არავინ გვეხმარება არც წყლით, არც საკვებით, არც დასაძინებელი ადგილი გვაქვს“, – ამბობს ბალხის პროვინციიდან დევნილი, მაზუდინ ალჰუნძადა.

ფარიდა ხურასანი ორი შვილის დედა, რომელიც ყუნდუზიდან იქნა განდევნილი ამბობს, რომ ქვეყნის განადგურება ამერიკელების წასვლის შემდეგ დაიწყო.

„ეს კატასტროფა მაშინ დაიწყო, როდესაც ამერიკელებმა ჩვენი ქვეყანა დატოვეს. მე პრეზიდენტ აშრაფ ღანის ვადანაშაულებ და არა ამერიკელებს. ჩვენი ქვეყნის განადგურება მაშინ დაიწყო, როდესაც ამერიკელები წავიდნენ“, – ამბობს ფარიდა ხურასანი.

თალიბანის მებრძოლები სამხედრო ოპერაციებს წარმატებით ასრულებენ. ამიტომ შეერთებულმა შტატებმა ქაბულში საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციის დასახმარებლად 3000 ჯარისკაცი გაგზავნა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend