მთავარიევროპაპოლონეთიპოლონეთში ახალი კანონის მიღებას პროტესტი მოჰყვა

პოლონეთში ახალი კანონის მიღებას პროტესტი მოჰყვა

პოლონეთის სეიმმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის მიღებას, რომლის მიხედვითაც ამერიკული კომპანიის, „ფორს დისქავერის“ მფლობელს პოლონეთის უდიდესი კერძო სატელევიზიო არხის პოლონური მხარისათვის მიყიდვა მოუწევს.

პოლონეთის სეიმში კანონპროექტს მხარი 228 – მა დეპუტატმა დაუჭირა, 216 – მა დეპუტატმა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.

10 – მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

ამ კანონპროექტის მიღებას პოლონეთში ბევრი მედიაზე თავდასხმად აფასებს. ახალი კანონის თანახმად ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებს პოლონურ მედია კომპანიებში წილის ფლობა ეკრძალებათ. პოლონელი დეპუტატი ბორის ბუდკა აცხადებს, რომ ახალი კანონი ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

„ამ კანონპროექტის მიზანი თავისუფალი მედიის მოგუდვაა და შეუსაბამობაში მოდის საერთაშორისო კანონმდებლობასთან. დღევანდელ შემთხვევაში ეს კონკრეტულ სატელევიზიო არხს ეხება. ჩვენ ყველამ კარგად ვუწყით რომელ ტელეარხს ეხება ეს საკითხი. ამავე დროს საქმე პოლონეთის უსაფრთხოებასაც აყენებს ზიანს, ვინაიდან არცერთი ინვესტორი არ ჩადებს ფულს ისეთ ქვეყანაში, რომლის მეშვეობითაც ერთი კანონის მიღებით არის შესაძლებელი მოკავშირე სახელმწიფოდან მომავალი კაპიტალის უკანონოდ გამოცხადება”, – აცხადებს პოლონელი დეპუტატი ბორის ბუდკა.

ახალი კანონპროექტი მედია საშუალება „ტვნ“ – ის შემადგენლობაში მყოფ „ტვნ 24“ ზეც მოახდენს გავლენას, ეს არხი ნაციონალისტური და მემარჯვენე ხელისუფლებისადმი კრიტიკულია და მთავრობას ხშირად აკრიტიკებს.

კანონპროექტი ქვეყნის რატიფიკაცია ქვეყნის სენატმაც უნდა მოახდინოს.

სენატში კი მყიფე უმრავლესობას ოპოზიცია ფლობს. სენატს კანონპროექტში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინადადების წამოყენება შეუძლია, მაგრამ საბოლოო ჯამში საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ბოლო სიტყვა ეთქმის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend