მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოლონდონის ცენტრში გამოფენა მოეწყო

ლონდონის ცენტრში გამოფენა მოეწყო

ლონდონის ცენტრში, ტრაფალგარის მოედანზე, ნაციონალური გალერეის მესვეურებმა ცნობილი ნამუშევრები ღია ცის ქვეშ გამოფინეს. ქალაქის სტუმრებსა და ადგილობრივებს ბრიტანეთის დედაქალაქში ვან გოგის, კონსტაბლისა და ბელინის ოცამდე ნამუშევრის ხილვა შეუძლიათ. ასე ცდილობენ გამოფენის ორგანიზატორები, რომ მკაცრი კარანტინისა და იზოლაციის შემდეგ დამთვალიერებლები მუზეუმს დაუბრუნონ.

გალერეის კურატორული განყოფილების უფროსი კრისტინ რაიდინგი ამბობს, რომ იდეა, კოლექციები დახურული სივრციდან ტრაფალგარის მოედანზე გამოეფინათ, პანდემიის გამოცდილებიდან წარმოიშვა.  თითქმის 200 წლის განმავლობაში ეს ნამუშევრები ტრაფალგარის მოედნის ისტორიის ნაწილს წარმოადგენს. ორგანიზატორებს სურთ, უფრო მეტი ურთიერთობა ჰქონდეთ მათთან, ვინც ხშირად ხვდება ლონდონის ამ ნაწილში.

ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ გამოფენა არა მარტო გაზრდის ქალაქის ამ ნაწილში ვიზიტიორთა რაოდენობას, არამედ  ხელს შეუწყობს მუზეუმის გრანდიოზული ქვის ფასადის მიღმა დამალული ნახატების ხილვის მსურველთა რაოდენობას. ცნობილი შედევრების ნახვის გარდა, აქ დამთვალიერებლებს თავად შეუძლიათ ნამუშევრების შექმნა.

ერთ-ერთი ტურისტის აზრით, აქ მოხვედრა და ფოტოების გადაღება მარტივია, თუმცა მიაჩნია, რომ ადამიანი აქ უფრო დიდი ხნით უნდა დარჩეს და დროსაც უფრო სასიამოვნოდ გაატარებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend