დუბაის საყვინთი აუზი, რომლის სიღრმეც 60 მეტრზე მეტია და გინესის მსოფლიო რეკორდების სიაში შედის.
ამ აუზში 14 მილიონი ტონა წყალი ასხია და სიდიდით ექვსი ოლიმპიური საცურაო აუზის ტოლია. უსაფრთხოებისთვის აქ 12-კაციანი ჰიპერბარიული პალატა მუშაობს იმათ სამკურნალოდ, ვინც წნევის დაცემის ან სხვა რამის გამო შეუძლოდ გახდება. წყალქვეშ 56 სათვალთვალო კამერა აუზის ყოველ კუთხე-კუნჭულს აკონტროლებს. რეგიონში ყველაზე მაღალტექნოლოგიური საფილტრი სისტემა აუზის წყალს 6 საათის განმავლობაში ფილტრავს.
ჯაროდ ჯაბლონსკი, დუბაის საყვინთი აუზის დირექტორი:
„მსოფლიოს სხვა საყვინთი აუზებისგან განსხვავებით, ეს აუზი ნამდვილი წყალქვეშა ქალაქია, რომელიც, გარდა იმისა, რომ მომაჯადოებელი ადგილია, უახლესი ტექნოლოგიებითაც არის აღჭურვილი. 56 წყალქვეშა კამერის მეშვეობით, ხმის მიწვდენა და მუსიკის შეთავაზება 15 მეტრის სიღრმეზეც შეგვიძლია. სრულყოფილი მომსახურება გვაქვს. ექვსი მეტრის სიღრმეზე არის წყალქვეშა ოთახები.“
აუზის დირექტორის მოსაზრებით, ამ აუზს უზარმაზარი წვლილი შეაქვს ყვინთვის გლობალურ ინდუსტრიაში და დუბაისთვისაც სასარგებლოა, რადგან ყველაზე კარგი საყვინთი ადგილი დუბაიდან ძალიან შორს არის, „მთელი დღე გჭირდება, მანქანით რომ მიხვიდე იქამდე. ეს აუზი კი ქალაქთან ახლოს გთავაზობთ ოპტიმალურ გარემოს წელიწადის 365 დღის განმავლობაში. არაჩვეულებრივი პირობებია ყვინთვისთვის.“
აუზი ნებსიმიერ მსურველზეა გათვლილი.
ჯაროდ ჯაბლონსკი, დუბაის საყვინთი აუზის დირექტორი:
„როდესაც ამ აუზს ვაკეთებდით, შევეცადეთ, ყველა ტიპის გამოცდილება გაგვეთვალისწინებინა. არის ხალხი, რომელსაც არასოდეს ჩაუყვინთავს და სურს, რომ, ასე ვთქვათ, ფეხი დაისველოს. მაგრამ მერე ისიც ვიფიქრეთ, რომ გამოცდილი მყვინთავებისთვის მიმზიდველი ინფრასტრუქტურა შეგვექმნა, სადაც სპორტსმენებიც შეძლებდნენ მოსვლას, უფასო ყვინთვას და სხვა ტიპის ვარჯიშს, ვისაც ამის სურვილი ექნება.“
აუზის კომპლექსური კონცეფციის განხორციელებაზე ძალიან დიდმა გუნდმა მრავალი წლის განმავლობაში იმუშავა. წყლის სიღრმეში ავტომობილით გასერინებაც კი შესაძლეებლია.
აუზში 27 კაცია გამოყოფილი იმისთვის, რომ მყვინთავებს მესიჯი გაუგზავნონ ან განწყობისთვის მუსიკა ჩაურთონ. წყალქვეშ ორი მშრალი ოთახია, სადაც მყვინთავს ამოყვინთვა და ჰაერის ჩასუნთქვა შეუძლია, ერთი 6 მეტრის, მეორე 21 მეტრის სიღრმეზე,
როდესაც პირველი საყვინთი განყოფილების კიდიდან გადაიხედავ, მხოლოდ მაშინ ხვდები, რამდენად ღრმაა ეს აუზი.
მიუხედავად იმისა, რომ წყალში მიცურავ, სიმაღლისგან უცნაურ თავბრუსხვევას გრძნობ. რაც უფრო ღრმად ჩადის მყვინთავი, მით უფრო ცუდია ხედვა. ეს საუკეთესო ადგილია იმისთვის, რომ ღია ზღვაში ყვინთვისთვის მოემზადო.
ავტორი: ევან ბურკი