მთავარი ევროპა საბერძნეთი შვიდი დღეა საბერძნეთში ხანძარს მოხალისეები საკუთარი ძალებით ებრძვიან

შვიდი დღეა საბერძნეთში ხანძარს მოხალისეები საკუთარი ძალებით ებრძვიან

საბერძნეთში, 1987 წლის შემდეგ, ყველაზე დიდი სითბური ტალღაა, რის შედეგადაც ტყეები გახმა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, მასიური ხანძრები გაჩნდა.
ყველაზე მძიმე მდგომარეობა საბერძნეთის კუნძულ ევიაზეა, სადაც კამატრიადესი მდებარეობს.

ადგილობრივები მთის წვერვალზე, ხანძართან საბრძოლველად, სატვირთო მანქანებით ავიდნენ. მათი უმრავლესობა, სახანძრო აღჭურვილობის გარეშეა. ხელსაწყოების ნაცვლად, ისინი ხის ტოტებსა და წყალს იყენებენ. ზოგი ცეცხლის ბილიკზე ხეებს ჭრის, რომ გავრცელებას ხელი შეუშალოს.

„ჩვენი უმრავლესობა ფერმერია. ტყეზე ვართ დამოკიდებული, პროდუქტს ტყიდან ვიღებთ, მაგალითად შეშას ბუხრისათვის. ჩვენი შემოსავალს დიდი დარტყმა მიადგება“, – ამბობს ადგილობრივი მკვიდრი, დიმიტრი სტეფანიდაკისი.

„არავისგან მიგვიღია დახმარება, როგორც ხედავთ, არც სახანძრო მანქანებია, არც თვითმფრინავები, სულ არაფერი. აქ ყველანი მოხალისეები ვართ. არავითარი დახმარება არ მიგვიღია. მარტო ვიბრძვით უკვე 7 დღეა, ძალიან გვჭირდება დახმარება“, – ამბობს ადგილობრივი მკვიდრი, კოსტას კულურიოტისი.

საბერძნეთის მასიური ტყის ხანძრები მეტწილად ლოკალიზებულია. ხანძარმა ათიათასობით ჰექტარი ტყე და ასობით სახლი გაანადგურა. ერთი მოხალისე მეხანძრე გარდაიცვალა, ორი მეხანძრე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვდა მძიმე დამწვრობით, 60,000-ზე მეტ ადამიანს კი, საცხოვრებლის დატოვება იძულებით მოუწია.

ევიას ჩრდილოეთ ნაწილში 3 აგვისტოს გაჩენილ ხანძარს 900-მდე მეხანძრე, 50 სახმელეთო ჯგუფი და 200-ზე მეტი მანქანა ებრძოდა.

14 სახანძრო ვერტმფრენი აქრობდა ცეცხლს, თუმცა ძლიერი კვამლის გამო ხილვადობა ხშირად არ არის რაც ვერტმფრენებს საქმეს ურთულებს.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით სასამართლო გამოძიება მიმდინარეობს. რამდენიმე ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend