მთავარიევროპაპოლონეთიპოლონეთში მმართველი კოალიცია იშლება

პოლონეთში მმართველი კოალიცია იშლება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ კოალიციის 3-დან ერთ-ერთი პარტიის „თანხმობის“ ლიდერს იაროსლავ გოვინს თანამდებობა დაატოვებინა. თუმცა მორავეცკი ახლა საფრთხის წინაშეა, რადგან მას  შესაძლოა, კენჭისყრის დროს  ხმათა საკმარისი რაოდენობა აღარ ჰქონდეს.

გოვინის პარტიიდან პარლამენტში 10 წევრია. მათი კოალიციიდან გასვლა კი ნიშნავს, რომ პარტია „კანონი და სამართალი“ უმრავლესობას კარგავს. აქამდე, ქვედა პალატაში გაერთიანებულ მემარჯვენე კოალიციას 460-დან  232 ადგილი ჰქონდა.

უთანხმოების მთავარი მიზეზი გადასახადების გაზრდა და ახალი კანონპროექტია. ამერიკული კომპანია, რომელიც წილს ფლობს ერთ-ერთ ტელევიზიაში, შესაძლოა, იძულებული გახდეს, ქვეყანა დატოვოს. ტელეარხი TVN24 კრიტიკულად განწობილი არხია პარტია „კანონი და სამართალის“ მიმართ.

10 აგვისტოს კი ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში ახალი კანონპროექტის გასაპროტესტებლად. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დადუმებას. პოლონეთის პარლამენტი ახალ კანონპროექტს დღეს უყრის კენჭს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend