მთავარიმსოფლიოევროკავშირის წევრი 6 ქვეყანა ავღანელი მიგრანტების იძულებით დეპორტაციას გააგრძელებს

ევროკავშირის წევრი 6 ქვეყანა ავღანელი მიგრანტების იძულებით დეპორტაციას გააგრძელებს

ევროკავშირის წევრი ექვსი ქვეყანა მოითხოვს, რომ გაგრძელდეს მიგრანტთა იძულებითი დეპორტაცია უკან, ავღანეთში, მიუხედავად  იმისა, რომ თალიბანს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს ქვეყანაში. ავსტრიამ, ბელგიამ, გერმანიამ,  საბერძნეთმა და ნიდერლანდებმა ევროკომისიას მიმართეს. ისინი აცხადებენ, რომ მიგრანტთა დეპორტაციის შეჩერება კიდევ უფრო წაახალისებს ავღანეთის მოქალაქეებს, დატოვონ თავიანთი ქვეყანა და ევროკავშირისკენ აიღონ გეზი.

ევროკომისიის სპიკერს შინაგან საქმეთა საკითხებში ადალბერტ იანცს მიაჩნია, რომ ვითარების შეფასება და გადაწყვეტილების მიღება კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით თითოეული ქვეყნის საქმეა, თუმცა, მათ კანონის უზენაესობა და სხვა ფუნდამეტური ღირებულებებიც უნდა გაითვალისწინონ.

თალიბანის მებრძოლებმა კვირაზე ნაკლებ ვადაში ქვეყნის 34 პროვინციის 5 დედაქალაქი დაიკავეს, ავღანეთის სამთავრობო ჯარებთან დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა. თალიბანის მიერ დაკავებული ერთი-ერთი მთავარი ქალაქია ყუნდუზი, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარეობს და რომელიც სხვა ქალაქებთან დამაკავშირებელი  მნიშვნელოვანი პუნქტია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend