მთავარიმსოფლიოალჟირში ტყის ხანძარს 42 ადამიანი ემსხვერპლა

ალჟირში ტყის ხანძარს 42 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის, საბერძნეთის, კვიპროსის, რუსეთისა და შეერთებული შტატების მსგავსად, ალჟირშიც ტყის ხანძრები მძვინვარებს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებში კვამლისა და ცეცხლის უზარმაზარი კედელი მოჩანს. ცეცხლი მთაგორიანი ტყის მასივიდან  ალჟირის დედაქალაქს უახლოვდება.

ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 42 ადამიანი,  მათ შორის 25 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ხანძრის ეპიცენტრიდან მოსახლეობის ევაკუაციაში იყვნენ ჩართული. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

მეტეოროლოგების განცხადებით, ამ დღეებში ქვეყანაში 44 გრადუსზე მეტ სიცხეს ელიან. ამავე დროს ქვეყანაში წყლის დეფიციტია. ბოლო ინფორმაციით, ხანძარი ალჟირის 14 რაიონშია გავრცელებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend