მთავარიმსოფლიო12 აგვისტო სპილოების საერთაშორისო დღეა

12 აგვისტო სპილოების საერთაშორისო დღეა

აფრიკული სავანის და ტყის სპილოები, გადაშენების პირას არიან. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის თანახმად, ბოლო 31 წლია ტყის სპილოების რიცხვი 86%-ით შემცირდა, ხოლო სავანის სპილოების რაოდენობა ბოლო 50 წლის განმავლობაში, 60 პროცენტით. აფრიკაში მათი ჯამური რაოდენობა 415,000-ია.

„სპილოები ძალიან ნაზი და ძალიან ჭკვიანი ცხოველები არიან. ისინი ადამიანებს ჰგვანან. როგორც საკუთარ თავს ვეპყრობით ისე უნდა მოვეპყროთ მათაც. მათი დიდი ზომა არ უნდა გვაშინებდეს“, – ამბობს შელდრიკის ველური ბუნების ფონდის მთავარი ზედამხედველი, ედვინ ლუსიჩი.

კენიის დედაქალაქ ნაირობიში არსებულ ველური ბუნების ფონდში, რომელიც 1977 წელს დაარსდა, დაობლებულ სპლიყვებს ზრდიან, შემდეგ კი ბუნებრივ გარემოში დაბრუნებაში ეხმარებიან.

„წლების განმავლობაში 260-ზე მეტი ობოლი სპილოს აღზრდა და ველურ ბუნებაში დაბრუნება შევძელით, რათა მათ კვლავ ველური ცხოვრებით იცხოვრონ და ველურ ბუნებაში გადაინაცვლონ“, – ამბობს შელდრიკის ველური ბუნების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ანჯელა შელდრიკი.

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის თქმით, აფრიკული სპილოების ორივე სახეობა 2008 წლიდან საგრძნობლად შემცირდა. ეს ბრაკონიერების რაოდენობის მომატებამ გამოიწვია, რომელმაც 2011 წელს პიკს მიაღწია. ისინი დღემდე დიდ საფრთხეს ქმნიან.

„სპილოებს ხორთუმი თავის დასაცავად, გამოსაკვებად და გამომშრალი მდინარეების ამოსათხრელად სჭირდებათ, რათა წყალს მიაგნონ. ჩვენს თავშესაფარში ყოველი დღე სპილოების დღეა. ვუვლით, მათთან ერთად ვმუშაობთ დილიდან ღამემდე, ამიტომ გვინდა, საზოგადოებაში ცნობიერება ავამაღლოთ, რომ სპილოებს, ისევე როგორც თქვენ და ჩვენ, აქვთ სიცოცხლის უფლება“, – აცხადებს ედვინ ლუსიჩი.

12 აგვისტო სპილოების საერთაშორისო დღეა. ეს დღე მათ დაცვასა და შენარჩუნებას ეძღვნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend