მთავარიევროპარუმინეთიმდინარე ჟიუში ადგილობრივებმა ასეულობით დახოცილი თევზი აღმოაჩინეს

მდინარე ჟიუში ადგილობრივებმა ასეულობით დახოცილი თევზი აღმოაჩინეს

რუმინეთში, მდინარე ჟიუში, ადგილობრივებმა ასეულობით დახოცილი თევზი აღმოაჩინეს.

რუმინეთში, მდინარე ჟიუში, ადგილობრივებმა ასეულობით დახოცილი თევზი აღმოაჩინეს. მოსახლეობის თქმით, გამომწვევი მიზეზი შესაძლოა ქიმიური დაბინძურება ყოფილიყო, თუმცა როგორც ექსპერტები აცხადებენ, წყლის სინჯებში ქიმიური დაბინძურების კვალს ჯერ ვერ მიაგნეს. მუშაობა მიმდინარეობს მეორე ვერსიაზეც, რომელიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ მიზეზებს უკავშირდება.

რუმინეთში, მდინარე ჟიუში, ადგილობრივებმა  ასეულობით დახოცილი თევზი იპოვეს. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, არის თუ არა  თევზების განადგურების მიზეზი წყლის დაბინძურება.

ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, ეს ეკოლოგიური ბომბია.  წყლის ზედაპირზე ქაფის ფენაა, რომელიც, დიდი ალბათობით, ქიმიური რეაქციით არის გამოწვეული. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზების დადგენაა. ამისთვის ისინი მზად არიან, კვალდაკვალ გაჰყვნენ ქაფს, როგორც ეს ფილმებში ხდება.

ადგილობრივები შეშფოთებული არიან ამ ამბით და დახმარებას მთავრობას სთხოვენ.

ჰუნედოარის მუნიციპალიტეტის გარემოს დაცვის მთავარი კომისარი დორელ ბრეტეანი ამბობს, რომ მდინარის ნაპირებს უკვე 3 დღეა ამოწმებენ, თუმცა  ჯერჯერობით დაბინძურების კვალს ვერ მიაგნეს. ისინი განიხილავენ მეორე ვერსიასაც, რომ სითბური ტალღის მომატების გამო წყალში არასაკმარისი ჟანგბადია.

გამოძიების პროცესში ექსპერტებიც არიან ჩართული. ისინი წყალში ჟანგბადის დონეს განსაზღვრავენ.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend