მთავარიაფრიკატუნისიემიგრაციის პრობლემა ტუნისში

ემიგრაციის პრობლემა ტუნისში

ტუნისის პრეზიდენტ კაის საიდს პრემიერ-მინისტრი ჯერ არ დაუნიშნავს, მას არც ქვეყნის განვითარების მკაფიო გეგმა აქვს შემუშავებული. ამასობაში კი ყველა, ვისაც ქვეყნის მომავლის შექმნა შეუძლია, ქვეყნიდან გარბის.

ბილალ ველდ ჰასია კელიბიაში ცხოვრობს. იგი მიგრანტებსაც ეხმარება და თავადაც მათთან ერთად ცდილობს ქვეყნის დატოვებას. ბილალი ტუნისში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, დაიბადა და გაიზარდა. მას არაერთხელ უცდია ევროპაში გაქცევა.

ბილალმა 2012 წლიდან თორმეტჯერ დააპირა ემიგრაციაში წასვლა. ბოლო მცდელობა 2017 წელს ჰქონდა. როგორც თავად ამბობს, ადამიანები გამოსავალს სხვაგან ეძებენ, რადგან ტუნისში უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა არ არსებობს, თუმცა იმედი აქვს, რომ პრეზიდენტ კაის საიდის გადაწყვეტილება არ გამოიწვევს ხალხის მასობრივ გადინებას ქვეყნიდან.

ტუნისის ხელისუფლებას საინტერესო ახსნა აქვს ემიგრაციასთან დაკავშირებით.

ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა კაის საიდმა განაცხადა, რომ ახალგაზრდებს ფულს უხდიან ქვეყნის არალეგალურად დასატოვებლად და ასე ცდილობენ, ქვეყანა დააზარალონ და დაძაბონ ევროკავშირთან ურთიერთობაც.

ერთ-ერთ ტუნისელ ბიჭს მიაჩნია, რომ ტუნისში მომავალი არ არსებობს.

დღეს მას იმედი აქვს, რომ იტალიამდე მიაღწევს, შემდეგ კი შვეიცარიაში გადავა და ფეხბურთელი გახდება. იტალიაში ჩასვლას ის სატვირთო მანქანის კონტეინერით ეცდება. მისი რამდენიმე მეზობელი სწორედ ასე ჩავიდა ევროპაში.

მაგრამ ეს რისკი  სიკვდილის ტოლფასია.

მეჰდი ნეფსიმ 20 წლის მეზობელი დაკარგა, რომელიც მაცივრის კონტეინერში შეიპარა. მისი გაყინული სხეული იპოვეს იტალიაში, სადაც გემი ჩავიდა.

ხალხი ფიქრობს, რომ ევროპაში ცხოვრება მშვენიერია და იქ სამოთხეა,
თუმცა მეჰდიმ იცის, რომ ასე არ არის. იგი ევროპაში წასვლას აღარ აპირებს. ახლა მან ოჯახსა და მეგობარ გოგონაზე უნდა იზრუნოს. მას იმედი აქვს, რომ ტუნისში ერთ დღეს მოქალაქეებს უკეთესი შესაძლებლობები ექნებათ და  ქვეყნის დატოვებას აღარ ეცდებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend