მთავარი მსოფლიო ბიოგრაფიული ფილმი არეტა ფრანკლინზე

ბიოგრაფიული ფილმი არეტა ფრანკლინზე

სოულის დედოფლად ცნობილი მომღერლის, არეტა ფრანკლინის ბიოგრაფიულ ფილმში მომღერლის როლს ჯენიფერ ჰადსონი შეასრულებს.

„როდესაც ჯენიფერს პირველად შევხვდი, ცხადი იყო, რომ არეტას იგი მხოლოდ მუსიკალური ნიჭის გამო არ აურჩევია. ჯენიფერს განსაკუთრებული ჰუმანურობა ახასიათებს და ძალიან ჰგავს არეტა ფრანკლინს. მან იცოდა, თუ რა იყო საჭირო, რომ მსმენელში ემოციები აღგეძრა, ვინაიდან ჯენიფერს, არეტას მსგავსად, ცხოვრების განმავლობაში ტრაგედიაც და ტრიუმფიც ბევრი ჰქონია“, – აცხადებს ფილმის რეჟისორი, ლისლ ტომი.

ფილმი ლეგენდარული მომღერლის ცხოვრებას, მის აღზევებასა და დაცემაზე გვიამბობს; ფილმში ნაჩვენებია მისი გზა – ბავშვობიდან კრიტიკოსების მიერ აღიარებულ ალბომამდე, სახელწოდებით „Amazing Grace“. ეს არეთა ფრანკლინის ყველაზე ცნობილი ალბომია, რომელიც მან 29 წლის ასაკში ჩაწერა.

„ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 15 წლის განმავლობაში ვიკავებდი სუნთქვას. ძალიან ამაღელვებელია, მაგრამ ამავე დროს ვშფოთავ. „რა ხდება, რა გავაკეთე? კმაყოფილი იქნება?“ არ ვიცი. ძალიან ბევრ ემოციას იწვევს იმიტომ, რომ ჩემთვის ეს ძალიან ახლო და პირადულია“, – ყვება მსახიობი და მუსიკოსი, ჯენიფერ ჰადსონი.

ჯენიფერ ჰადსონი ამბობს, რომ ფილმზე მუშაობამ მას სტუდიაში დაბრუნების სტიმული მისცა, ის ახალ სიმღერაზე მუშაობს.

„დაიჯერებთ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ამ წუთას სტუდიაში ვარ და ჩემს მომდევნო ალბომზე ვმუშაობ. ჩემი შთაგონების წყარო არეტა ფრანკლინისადმი მიძღვნილი ფილმია. ამ ფილმის შემდეგ კიდევ უფრო დიდი სურვილი გამიჩნდა, ახალი მუსიკალური ნაწარმოები შემექმნა. დიახ, ჩვენი საუბრის პარალელურად  ვმუშაობ იმ ნაწარმოებზე, რომელსაც მალე მოისმენთ“, – აცხადებს ჯენიფერ ჰადსონი.

ფილმი, სახელწოდებით „Respect“, ანუ „პატივისცემა“, კინოთეატრების ეკრანებზე 13 აგვისტოდან გამოვა.

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend