ახალგაზრდა ბერლინელები, რომლებიც პანდემიის გამო ღამის კლუბებში ვეღარ დადიან, ორშაბათს ღამით, ელექტრონული მუსიკის ფონზე, ასაცრელად შეიკრიბნენ.
გერმანიის დედაქალაქის პირველი ე.წ. „ვაქცინაციის გრძელი ღამე“ ღამის კლუბში ჩატარდა, კლუბი საყოველთაო კარანტინის გამო დაიკეტა და დაწესებულება ვაქცინაციის ცენტრად გადაკეთდა.
მუსიკისა და მედიცინის ერთმანეთთან შერწყმა სამედიცინო წარმომადგენლების იდეა იყო. ისინი ამ გზით ახალგაზრდებს აცრისკენ მოუწოდონ.
„ჩვენ ვაქცინაციის კამპანიით იმას მივაღწიეთ, რომ მოხუცთა დაცვა შევძელით. ბერლინში ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა ვაქცინაცია მთელი საზოგადოებისთვისაა საჭირო. გვინდა, ახალგაზრდებს მოვუწოდოთ აცრისკენ. მათ დასარწმუნებლად, პირადად მე მივწერე 18-დან 30-წლამდე ყველა ახალგაზრდას. ჩვენ მათ ბერლინის შესაფერის, კარგ გარემოს ვთავაზობთ“, – აცხადებს ჯანდაცვის საკითხების სენატორი, დილექ ქალაიჯი.