მთავარისაქართველოსაქართველოში კორონავირუსის 5697 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 54 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 5697 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 54 ადამიანი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 44 536 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 610 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 926 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 455 846-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.09% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.05%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 713 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 406 475-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 182 პირი ემსხვერპლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend