მთავარიმსოფლიოევროპაევროპის ქვეყნებში კორონავირუსის სერტიფიკატის საწინააღდეგო აქციები იმართება

ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის სერტიფიკატის საწინააღდეგო აქციები იმართება

საფრანგეთში უკვე მეოთხე კვირაა, მომიტინგეები ქუჩაში გამოდიან და ე.წ. კორონავირუსის სერტიფიკატს აპროტესტებენ. როგორც ცნობილია, მოქალაქეებს კორონავირუსის სერტიფიკატის წარდგენა მოეთხოვებათ კაფეებსა და რესტორნებში შესასვლელად და სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობისას.

პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოუწოდებს საფრანგეთის ყველა მოქალაქეს, დროულად აიცრან, რათა შეჩერდეს კორონავირუსის დელტა ვარიანტის გავრცელება.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე კრისტელი ამბობს, რომ მათთვის მიუღებელია ახალი წესი. ვისაც სურს აცრა, გაიკეთოს, ეს მათი უფლებაა. თავად ვაქცინის წინააღმდეგი არ არის, თუმცა აპროტესტებს ჯანმრთელობის სერტიფიკატს, რადგან, მისი აზრით,  ეს დისკრიმინაციია.

იტალიის რამდენიმე ქალაქშიც გაიმართა საპროტესტო აქციები. მომიტინგეები ახალ წესებსა და სერტიფიკატის შემოღებას ეწინააღმდეგებიან.

ე.წ. მწვანე საშვი პარასკევიდან შევიდა ძალაში და მისი წარდგენა სავალდებულოა კინოთეატრებში, მუზეუმებში, რესტორნებსა თუ ბარებში შესასვლელად და დახურულ სივრცეში სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად.

აქციის მონაწილე ლუკა ჯანლუიჯი აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება საზოგადოების გახლეჩას გამოიწვევს და ხალხს ერთმანეთისაგან განასხვავებს, რაც, მისი თქმით, არაკონსტიტუციურია.

რამდენიმე ასეული მომიტინგე გამოვიდა კვიპროსზეც. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის სასახლესთან კორანავირუსის სერტიფიკატი და ზოგადად ვაქცინაციის პროცესი გააპროტესტეს. კორონავირუსის მეოთხე ტალღასთან გასამკლავებლად გასულ თვეს კვიპროსზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ვაქცინაციის პროგრამაში 12-დან  15 წლამდე მოზარდებიც ჩაერთვებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend