მთავარიმსოფლიოევროპაეუთოს წევრ ქვეყნებში წლების განმავლობაში ბოშა ქალების იძულებითი სტერილიზაცია ხდებოდა

ეუთოს წევრ ქვეყნებში წლების განმავლობაში ბოშა ქალების იძულებითი სტერილიზაცია ხდებოდა

სტერილიზაცია უტარდებოდათ ბოშა ქალებს ყოფილ ჩეხოსლოვაკიაში, უნგრეთში, სლოვაკიაში, შვედეთში, ნორვეგიაში, ასევე გერმანიასა და უზბეკეთში.

თუმცა, ჩეხეთის პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ამჟამად ბოშა ქალების მდგომარეობა შეიცვალა.

ჩეხეთში ამ ქალებს, რომლებიც წლების განმავლობაში ერთმანეთს ხვდებიან, ერთი რამ აქვთ საერთო  – მათ აღარ შეუძლიათ ბავშვების გაჩენა.

ყოფილ ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტურმა მთავრობამ გასული საუკუნის  სამოცდაათიან წლებში შეიმუშავა პოლიტიკა, რომელიც საშუალებას აძლევდა ხელისუფლებას, შობადობის გასაკონტროლებლად  ბოშა ქალების სტერილიზაცია წაეხალისებინა.
ოსტრავის მუნიციპალური კლინიკის თანამშრომლების მტკიცებით, ბოშა ქალების სტერილიზაცია შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების გარეშე, მათი ნების საწინააღმდეგოდ ხდებოდა.

ერთ-ერთი ბოშა ქალი ელენე გორელოვა კლინიკაში ტკივილითა და საძილე პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ იყო, როდესაც მასთან ერთი ექთანი მივიდა ორი სხვადასხვა დოკუმენტით. გორელოვას მოსთხოვეს, ერთ დოკუმენტში ახალშობილის სახელი ჩაეწერა, მეორეში კი სტერილიზაციაზე თანხმობა განეცხადებინა.

2012 წელს ჩეხეთის მთავრობამ ამ ქალებს ბოდიში ოფიციალურად მოუხადა. უფლებებისა და ღირსებისათვის 30-წლიანი ბრძოლის შემდეგ მათ მცირე, სიმბოლური გამარჯვება მოიპოვეს, როდესაც პარლამენტმა კომპენსაციის სახით თითოეულისთვის 12 000 ევრო გამოყო.

ქალთა იძულებითი სტერილიზაციის კავშირის კოორდინატორი შრი კუმარ ვიშვანათანი ამბობს, რომ სახელმწიფო აღიარებს შეცდომას და აღარ აპირებს, შეეგუოს მსგავსი ფაქტების გამეორებას. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით, ისინი ქალების მიმართ პატივისცემას გამოხატავენ.

ფულადი კომპენსაციის გაცემა მხოლოდ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება არ არის, არამედ იმის გარანტიაა, რომ მსგავსი რამ არასოდეს განმეორდება. ჩეხეთში დაახლოებით 400-მა ქალმა უკვე მიიღო კომპენსაცია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend