მთავარიაზიაიაპონიაიაპონიის კულტურა ოლიმპიადაზე

იაპონიის კულტურა ოლიმპიადაზე

წეროები და ყვავილები მშვიდობისათვის – უცხოელი მაყურებლების არყოფნისას ოლიმპიადის მოხალისეები და ფლორისტები უცხოელ ჟურნალისტებს, რომლებიც ბეტონისა და ლითონის კონსტრუქციაში მოწყობილ მედიაცენტრში სხედან, იაპონიის კულტურის მცირე ნაწილს უზიარებენ.

ნაოჰირო კასუია პრესცენტრში კვირაში ორჯერ მოდის. მას ახლად დაკრეფილი ყვავილებით სავსე ყუთები მოაქვს, რომლებიც  2011 წელს მიწისძვრითა და ცუნამით დაზარალებული, ჩრდილოეთი ტოჰოკუს რეგიონიდან არის გამოგზავნილი.

„მიმაჩნია, რომ სიმშვიდის შესანარჩუნებლად ბუნებასთან ზიარებაა საჭირო. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი კულტურის დანერგვის კარგი შესაძლებლობაა. ასევე, გვინდოდა, მათთვის ჩვენი სტუმართმოყვარეობა ანუ „ომოტენაში“ გვეჩვენებინა.“ – აცხადებს იაპონიის იკებანას ხელოვნების ასოციაციის წარმომადგენელი, ნაოჰირო კასუია.

თითოეული ყვავილი ფრთხილად არის მოთავსებული „იკებანას“, ანუ ყვავილების განლაგების ტრადიციული, იაპონური ხელოვნების მიხედვით.

აქ ამ ხელოვნებას თანამედროვე ელფერი დაჰკრავს. კედელზე ოთკუთხედებად განლაგებულია ლურჯი, მეწამული და იისფერი ყვავილები, რომლებიც ოლიმპიადისა და პარაოლიმპიური თამაშების ლოგოების დიზაინს წააგავს.
კედლის მახლობლად კი ტრადიციულად ბამბუკები, შროშანები და ჰორტენზიებია.

აქ მოხალისეებიც მონაწილეობენ.

მასაკო იოკოიამას მთავარი სამუშაო მედიის დახმარებაა. თუმცა, ოლიმპიადის გახსნის შემდეგ, როცა თავისუფალი დრო აქვს, იგი მონაწილე ქვეყნების დროშებით ქაღალდის წეროებს აკეთებს.

„წეროების გაკეთება ორიგამის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტილია. ეს ძალიან მარტივია. ამის გაკეთება ყველას შეუძლია. ვფიქრობ, რომ სამახსოვროდ სხვადასხვა ქვეყნის დროშისგან წეროების შექმნა კარგი იდეაა.“ – ამბობს ტოკიო 2020-ის მოხალისე, მასაკო იოკოიამა.

ტოკიოს ოლიმპიადა 25 ივლისს დაიწყო და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend