მთავარი საქართველო წლის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა

წლის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა

4827- 2021 წლის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა.

მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ახალი შეზღუდვები არ იგეგმება. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ,რომ მათ საკოორდინაციო საბჭოზე შეზღუდვებთან დაკავშირებით რეკომენდაციები წარმოადგინეს, თუმცა მთავრობის წარმომადგენლებთან შეთანხმებას ვერ აღწევენ.

„კონსენსუსი საჭიროა არა მხოლოდ საბჭოზე, არამედ საზოგადოებაშიც და პოლიტიკურ ძალებშიც“,- აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე.

4 აგვისტოდან „პფაიზერის“ ვაქცინით აცრა პოლიკლინიკებშიც იქნება შესაძლებელი. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, აცხადებს ვაქცინაციის ყოველდღიური საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 15 000 აცრაა, რაც სამჯერ აღემატება გასული კვირების მაჩვენებელს.

„ჩვენი სამიზნე არის სულ მცირე 25 000 აცრა დღეში. ეტაპობრივად ემატება სამედიცინო დაწესებულებები, სადაც ვაქცინაციის პროცესი კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს. ჯერჯერობით მოქალაქეების აქტივობა არის საკმაოდ მაღალი. ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ადმინისტრირების ადგილი გაჩნდეს. გაიხსნას ვაქცინაციის ცენტრები, როგორც დიდ ქალაქებში ასევე რაიონებში და სოფლებში დაიწყოს უფრო აქტიური ვაქცინაცია“,- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია.

„ჩემი პირადი სამიზნეა, რომ აგვისტოში გავაკეთოთ 600 000 აცრა, რაც ყველანაირად მიღწევადია. ამისათვის საჭიროა დღიური მაჩვენებელი 20-22 ათასამდე გაიზარდოს აცრების დღიური მაჩვენებელი“,- ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის საწოლების რაოდენობის მაქსიმუმი 8000 საწოლია. ჯერჯერობით სისტემა უმკლავდება კორონავირუსით ინფიცირების მაღალ მაჩვენებელს, თუმცა ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ თუ ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდა გაგრძელდება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მკაცრი შეზღუდვების ინიციატივას წარადგენს.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

00:01:55

ერთი ექიმის ამბავი

კორონავირუსიკორონავირუსი

Send this to a friend