მთავარიევროპაბელარუსიბელარუსი სპორტსმენი კრისტინა ტიმანოვსკაია პოლიტიკურ თავშესაფარს პოლონეთში მიიღებს

ბელარუსი სპორტსმენი კრისტინა ტიმანოვსკაია პოლიტიკურ თავშესაფარს პოლონეთში მიიღებს

ბელარუსი ოლიმპიური სპორტსმენის კრისტინა ტიმანოვსკაიას განცხადებით, ბელარუსის ფედერაციის წარმომადგენლები მას სამშობლოში დაბრუნებას აიძულებდნენ. მას დახმარება იაპონელმა პოლიციელებმა აღმოუჩინეს.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, როცა სპორტსმენმა  ბელარუსის ოლიმპიური ფედერაცია გააკრიტიკა. მისი თქმით, ფედერაციის წარმომადგენლები მას ისეთ ტურნირში მონაწილეობას აიძულებდნენ, რომლისთვისაც მზად არ იყო.

მონაწილეობაზე უარის თქმის შემდეგ იგი ტოკიოს აეროპორტში იძულებით გადაიყვანეს და ბელარუსში დაბრუნება მოსთხოვეს. აეროპორტში ტიმანოვსკაიამ პოლიციის განყოფილებას შეაფარა თავი. ბელარუსი სპორტსმენი კრისტინა ტიმანოვსკაია პოლიტიკურ თავშესაფარს სავარაუდოდ პოლონეთში მიიღებს

„მე საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ვთხოვ  დახმარებას. მე დიდი წნეხის ქვეშ ვარ. ისინი ჩემს წაყვანას ჩემი ნებართვის გარეშე ცდილობენ. ვთხოვ კომიტეტს, რომ ამ საქმეში ჩაერიოს“, – ამბობს კრისტინა ტიმანოვსკაია.

აქტივისტების თქმით, ბელარუსში დაბრუნების შემთხვევაში ტიმანოვსკაიას სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე დაემუქროს. ბელარუსის ფედერაციაში განაცხადეს, რომ მათ სპორტსმენი ოლიმპიადიდან მას შემდეგ მოხსნეს, რაც მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა შეაფასეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend