სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშნა.
დღეს, 2 აგვისტოს სომხეთის ახლად არჩეული ეროვნული კრების პირველი სხდომა გაიმართა და დეპუტატებმა ფიცი დადეს. სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართა. საკანონმდებლო ორგანოში 3 პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი. ფაშინიანის კანდიდატურა მისმა პარტიამ, „სამოქალაქო შეთანხმებამ“ წარადგინა, რომელმაც პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა.