მთავარიევროპაპოლონეთიპოლონეთის დამოუკიდებელ ტელეკომპანია TVN 24-ს მაუწყებლობის ეროვნულმა საბჭომ ლიცენზია შეუჩერა

პოლონეთის დამოუკიდებელ ტელეკომპანია TVN 24-ს მაუწყებლობის ეროვნულმა საბჭომ ლიცენზია შეუჩერა

პოლონეთში დამოუკიდებელ მედია TVN24 – ს ქვეყნის მაუწყებლობის ეროვნულმა საბჭომ ლიცენზია შეუჩერა. პარალელურად პოლონეთის პარლამენტში მიმდინარეობს მოლაპარაკებები  ახალ კანონპროექტზე, რომელიც ქვეყანაში იმ მედიის საქმიანობას ზღუდავს, რომელსაც დიდი უცხოური ინვესტიცია გააჩნია. TVN 24 ამერიკული დისქავერის ნაწილია.

პოლონეთში დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაციის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან მედიის ჩახშობის მცდელობაა.

,,ჩემი აზრით, TVN– ის ლიცენზიის შეჩერების გადაწყვეტილება არის დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის მცდელობა. არ შეიძლება კანონის მიღება ერთი ეკონომიკური სუბიექტის წინააღმდეგ, როდესაც ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს მედიაბაზარზე. ის უბრალოდ დამოუკიდებელი საშუალებაა, რომელიც ასევე ხელისუფლების გამოწვევაცაა“, – განაცხადა დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრმა ვოიჩეკ ტუმიდალსკმა.

TVN 24-ში ათასამდე თანამშრომელია დასაქმებული, ყოველდღიურად მას ოთხ-ნახევარი მილიონი ადამიანი უყურებს. ეს ტელევიზია პოლონეთში ბევრისთვის ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყაროა.

ტელევიზიის მენეჯმენტმა გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2015 წელს პოლონეთის მაუწყებლობის ეროვნულმა საბჭომ იცოდა, რომ ტელეკომპანია ამერიკულ კაპიტალს ფლობდა, თუმცა მათ მხოლოდ ახლა გაუჩნდათ კითხვები კომპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ არ დავემორჩილებით არანაირ ზეწოლას, ჩვენ დავრჩებით დამოუკიდებელ მედიასაშუალებად, ჩვენი მაყურებლის სახელით“, – განაცხადეს ტელევიზიის მენეჯერებმა.

,, ჩვენ არ ვმუშაობთ აქ პოლიტიკოსებისთვის და ისინი არ ადგენენ ჩვენს ყოველდღიურ დღის წესრიგს. ამას განსაზღვრავენ კონკრეტული ადამიანები, რომელთათვისაც პოლიტიკოსების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფუნდამენტურ სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. ჩვენ ისეთი განცდა გვაქვს, რომ ეს ის მომენტია, როდესაც ჩვენ ყოველგვარი ცვლილების გარეშე ვაგრძელებთ  ჩვენი მაყურებლისთვის საქმიანობას“, – განაცხადა TVN24- ის მთავარი რედაქტორის მოადგილემ ბრიგიდა გრიზიაკმა.

ოპოზიციური პარტია პარლამენტს მოუწოდებს, მიიღოს ახალი მედიაკანონი. როგორც ჩანს, ტელევიზიის ლიცენზიის მოქმედების ვადა პოლონეთის პარლამენტში კენჭისყრამდე არ გაგრძელდება.

როგორც ადგილობრივი ჟურნალისტები, ასევე პოლონეთის საზოგადოება და ამერიკელი დიპლომატებიც  შეშფოთებული არიან არსებული ვითარებით.

მედიის შესახებ ახალი კანონის კენჭისყრა აგვისტოში გაიმართება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend