ქართველი კინოპროდიუსერები ესპანეთში Platino Industria Forum -ს დაესწრებიან. ეს არის ღონისძიება, რომელიც მადრიდში 3 ოქტომბერს ლათინური ამერიკის კინოდაჯილდოების ცერემონია Platino Awards-ის პარალელურად იმართება. საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა ფორუმზე დასასწრებად ქართველი პროდიუსერების განაცხადებების მიღება უკვე დაიწყო.
„ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში ამ თემის შესახებ კინოკომისიონერმა დავით ვაშაძემ ისაუბრა