მთავარი მსოფლიო “უყურე ბგერას“ - ახალი დოკუმენტური სერიალი პოპმუსიკის შესახებ

“უყურე ბგერას“ – ახალი დოკუმენტური სერიალი პოპმუსიკის შესახებ

მელოდიისა და აკორდების მოფიქრება სიმღერის დაწერის მხოლოდ პირველი საფეხურია. შემდეგი ნაბიჯი ამ სიმღერისთვის ჟღერადობის მიცემაა. ეს კი მუსიკალურ სტუდიაში ხდება. მუსიკალური სტუდია არის სივრცე, სადაც ბევრი სიურპრიზი შეიძლება მოხდეს.

„უყურე ბგერას“ ცნობილი პროდიუსერის მარკ რონსონის ახალი გადაცემაა, რომელშიც იგი პოპმუსიკის მიღწევებზე საუბრობს. იგი ხვდება მუსიკოსებს, რომლებმაც თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით სიმღერების ჟღერადობაში სიახლე შემოიტანეს.

„კომპანია “ეფლ ტივის“ წარმომადგენლები მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს, რომ ჩემი „ტედ ტოკის“ ლექცია ნახეს. მე მუსიკასა და „სემპლინგზე“ ვსაუბრობდი. მათ მითხრეს, რომ საგანმანათლებლო გადაცემის გაკეთება სურდათ მუსიკის შესახებ. მათ უნდოდათ, რომ სერიები სახალისო ყოფილიყო. მსმენელებს აინტერესებთ, თუ რამ განაპირობა მათი საყვარელი სიმღერების ჟღერადობა. მათ სურთ გაიგონ ისეთი მუსიკალური ტექნოლოგიების შესახებ, როგორებიცაა სინთეზატორი, ავტოტიუნი, ექო და ა.შ“, – ამბობს დოკუმენტური სერიალის წამყვანი და მუსიკალური პროდიუსერი მარკ რონსონი.

მარკ რონსონი გრემის მფლობელი პროდიუსერია. 2006 წელს იგი დაეხმარა ემი ვაინჰაუსს ალბომის ჩაწერაში. იგი ასევე ავტორია ცნობილი სიმღერისა, სახელწოდებით „აფთაუნ ფანკი“. დოკუმენტური სერიალის „უყურე ბგერის“ პრემიერა 30 ივლისს სტრიმინგ პლატფორმა „ეფლ ტივიზე“ გაიმართება.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:01:55

ერთი ექიმის ამბავი

სერიალისერიალი

Send this to a friend