რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რკინიგზის ახალი ხაზის მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
“ამ ახალი გვირაბის მშენებლობის დაწყებით ჩვენი ერთ-ერთი საკვანძო რკინიგზის ხაზის დატვირთვა საგრძნობლად გაიზრდება. ეს მეწარმეებისათვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის, აღმოსავლეთ რეგიონებში გაიზრდება პროდუქციის ბრუნვაც, ეს რუსეთის ფედერაციის მთელი ტერიტორიის მასშტაბით გაზრდის ტრანსპორტის მოქნილობასაც”, – აცხადებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი.
ახალი სარკინიგზო ხაზი უფრო მასშტაბური პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომლის მიზანია ციმბირის მასშტაბით სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია.
რუსეთის ლიდერის თქმით, ეს პროექტი ადგილობრივ წარმოებას ახალ შესაძლებლობას მისცემს, რომ განვითარდეს ნაწარმის მოცულობის საერთო ბრუნვა.