ლიეტუვის სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელთა განცხადებით სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისათვის 171 ადამიანი დააკავეს.
წელს ამ მიზეზით უკვე 3 ათასზე მეტი ადამიანია დაკავებული.
ლიეტუვის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, საზღვრის უკანონო კვეთისათვის დაკავებულ ყველა პირს უკვე გადავსებულ ბანაკებში მოათავსებენ.
ლიეტუვის ტერიტორიაზე მიგრანტთა არაკანონიერი შესვლის დინამიკა განსაკუთრებით გაიზარდა ვილნიუსის მიერ მინსკისთვის სანქციების დაწესების შემდეგ.
მიგრანტთა ტალღის მიზანმიმართულად შექმნაში ლიეტუვის ხელისუფლება ბელარუსს სდებს ბრალს.