მთავარი ევროპა უნგრეთი უნგრეთში სახელმწიფოს მიერ ჯაშუშური პროგრამების გამოყენება გააპროტესტეს

უნგრეთში სახელმწიფოს მიერ ჯაშუშური პროგრამების გამოყენება გააპროტესტეს

უნგრეთის  დედაქალაქში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ იმ ჯაშუშურ პროგრამებს, რომლებსაც მთავრობა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების, ადვოკატებისა და ბიზნესის წარმომადგენლების ფარულად მოსმენისთვის იყენებდა.

საპროტესტო აქცია მმართველი პარტიის შტაბთან გაიმართა. აქციას დაახლოებით 1000-მდე ადამიანი ესწრებოდა.

უნგრეთში საპროტესტო აქციას ოპოზიციის ლიდერებიც ესწრებოდნენ. გამოძიების მიხედვით, ჯაშუშურ პროგრამას ცენტრალური ევროპის ქვეყნების ლიდერების, ადვოკატებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებდნენ

პროგრამა „პეგასუსი“ სმარტფონებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ჯაშუშურ პროგრამად ითვლება . მისი გამოყენებით ობიექტის თვალთვალი რეალურ რეჟიმშია შესაძლებელი. პროგრამა იწერს გაგზავნილ და მიღებულ შეტყობინებებს, აგროვებს ფოტოებსა და ინახავს სატელეფონო საუბრებს.

ამას გარდა, „პეგასუსით“ შესაძლებელია სმარტფონის კამერისა და მიკროფონის კონტროლი, რაც მიყურადებასა და თვალთვალს აიოლებს. პროგრამის საშუალებით შესაძლებელია მისი მფლობელის ადგილსამყოფელის დადგენაც.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
00:01:55

ერთი ექიმის ამბავი

Send this to a friend