მთავარიაზიაავღანეთიავღანეთში 2021 წლის პირველ 6 თვეში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ავღანეთში 2021 წლის პირველ 6 თვეში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

2009 წლიდან დღემდე ავღანეთში წლის პირველ 6 თვეში ყველაზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა.

საერთო ჯამში მსხვერპლი სამოქალაქო პირებში 47% – ით არის გაზრდილი.

მსხვერპლთა საერთო რაოდენობის 64% – ზე პასუხისმგებლობა კი თალიბანის, ისლამური სახელმწიფოსა და სხვადასხვა სამხედრო დაჯგუფებების მებრძოლებს ეკისრებათ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელი ავღანეთში, ფიონა ფრეიზერი კი ამბობს, რომ წელს, პირველი 6 თვის განმავლობაში, ავღანეთში რეკორდული რაოდენობის ადამიანები დაიღუპნენ.

„სამოქალაქო პირებში მსხვერპლთა რაოდენობის ნახევარს ქალები და არასრულწლოვნები შეადგენენ. განსაკუთრებით დიდი მსხვერპლი არტილეერისა და საჰარეო დარტყმების შედეგად დადგა“, – აცხადებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელი ავღანეთში ფიონა ფრეიზერი.

ქაბულთან მდებარე სკოლაში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა არცერთ მხარეს არ აუღია. აფეთქების შედეგად 90 არასრულწლოვანი დაიღუპა.

„ყველაზე საშინელი შემთხვევა 8 მაისს მოხდა ქაბულთან ახლოს მდებარე დანაღმულ სკოლაში 300 – ზე მეტი სამოქალაქო პირი დაშავდა, მათი უმრავლესობა პატარა გოგოები იყვნენ რომლებიც სკოლის შენობაში თავს აფარებდნენ”, – ამბობს ფიონა ფრეიზერი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელთა მიერ შეგროვებული მონაცემების თანახმად, სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობის ზრდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და მოკავშირე სახელმწიფოების ლიდერების მიერ ავღანეთის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საჯაროდ გამოცხადებას ემთხვევა.

თალიბანის წარმომადგენელთა განცხადებით, ვიდრე ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობა არ შეიცვლება, ქვეყანაში მშვიდობა არ დამყარდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend