მთავარი ევროპა საფრანგეთი ემანუელ მაკრონი კუნძულ ტაიტის ესტუმრა

ემანუელ მაკრონი კუნძულ ტაიტის ესტუმრა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 25 ივლისს კუნძულ ტაიტიზე გაემგზავრა. გავრცელებული ინფორმაცით, შეხვედრაზე კლიმატის ცვლილებების, საფრანგეთის ბირთვული გამოცდების შედეგებისა და წყნარ ოკეანეში ჩინეთის მზარდი გავლენის შესახებ იმსჯელებენ.

ტაიტის დედაქალაქში, პეპეეტეში, საფრანგეთის პრეზიდენტს ჩაფრენისთანავე ე.წ. ორეროთი დახვდნენ – ეს არის დახვედრის ტრადიციული ცერემონია, რომლის დროსაც ცნობილი მთქმელი სიტყვით გამოდის.

4-დღიანი ვიზიტის დროს ემანუელ მაკრონი ევროპის კონტინენტის სიდიდის ოკეანის ტერიტორიაზე გაშლილ 4 სხვადასხვა ადგილს ეწვევა.

ვიზიტის მიზანია ურთიერთობების განმტკიცება პარიზსა და მის ყოფილ კოლონიებს შორის.

მაკრონის ვიზიტის დროს ასევე იმსჯელებენ 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების დროს სერფინგის ღონისძიებების კუნძულ ტაიტიზე ჩატარების შესახებ.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
00:01:55

ერთი ექიმის ამბავი

Send this to a friend