საქართველოში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, “ფაიზერის” 500 ათასი დოზა ხვალ, 24 ივლისს შემოვა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს. საუბარია იმ დოზებზე, რომელსაც საქართველო აშშ-ის მთავრობისგან საჩუქარად მიიღებს.
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2 ივლისს ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო აშშ-ისგან “ფაიზერის” რამდენიმე ასეულ ათას დოზას საჩუქრად მიიღებდა. აშშ-ის მთავრობის მიერ საჩუქრად გადმოცემული ვაქცინების გარდა, საქართველოს შესყიდული აქვს “ფაიზერის” მილიონი დოზა რომელიც ქვეყანაში ეტაპობრივად შემოვა.