მთავარი გადაცემები კუბი კვლევა: „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ორი დოზა დელტა შტამის წინააღდეგ ეფექტიანია

კვლევა: „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ორი დოზა დელტა შტამის წინააღდეგ ეფექტიანია

ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ორი დოზა დაახლოებით ერთნაირად ეფექტიანია როგორც ჩინეთის ქალაქ უჰანიდან გავრცელებული ალფა შტამის,  ისე დელტა შტამის წინააღმდეგაც. ეს დასკვნა გამოქვეყნდა სამედიცნო ჟურნალ „ახალ ინგლისში“, რომელიც ადასტურებს ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომელიც მაისში ვაქცინების ეფექტიანობასთან დაკავშირებით გაკეთდა.

კვლევას ჯერჯერობით რეცენზიის ეტაპი არ გაუვლია.

კვლევის მიხედვით, ფაიზერის ორი დოზა ადამიანს 88%-ით იცავს იმ სიმპტომებისგან, რომლებიც დელტა ვარიანტის შემთხვევაში ჩნდება, განსხვავებით ალფა ვარიანტისგან, რომლის ეფექტიანობა 93%-ია.

ასტრაზენეკას“ ორი დოზა დელტა ვარიანტის წინააღმდეგ 67%-ით ეფექტიანია, ხოლო ალფას წინააღმდეგ – 74,5%-ით.

ინგლისელი მკვლევრები აღნიშნავენ, რომ, ეფექტიანობის თვალსაზრისით, მხოლოდ მცირე განსხვავებაა დელტა ვარიანტის შემთხვევაში.

კვლევაში ხაზგასმულია, რომ ეფექტიანობა მიიღწევა მხოლოდ ორი დოზის მიღების შემთხვევაში.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:55

ერთი ექიმის ამბავი

Send this to a friend