მთავარიმსოფლიოევროპაევროპაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია

ევროპაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია

ევროპის ქვეყნების ნაწილში კორონავირუსის “დელტა” შტამის გავრცელების გამო ინფექციის ახალი შემთხვევების რიცხვი გაიზარდა.

ვითარება განსაკუთრებულად მძიმეა დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და ესპანეთში. ახალი შემთხვევების დიდი რაოდენობის მიუხედავად, ამ ქვეყნებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ დაბალია. ექსპერტების თქმით, ეს საყოველთაო ვაქცინაციის პროგრამის დამსახურებაა.

პარიზის ცნობილი ღირსშესანიშნაობის „ეიფელის კოშკის“ დამთვალიერებლები ახალ წესებს ეგუებიან. მათ სპეციალური „კოვიდ საშვის“ წარდგენა ევალებათ, რათა დაამტკიცონ, რომ ისინი აცრილები არიან ან უახლოეს წარსულში პისიარ ტესტი აქვთ გაკეთებული. ამჟამად ქვეყანაში ფართოდაა გავრცელებული ვირუსის “დელტა” ვარიანტი. ტურისტებისთვის პარიზის ყველა კუთხეში ტესტირების ცენტრებია გახსნილი.

„თუ გავიკეთე ტესტი, მაშინ შემიშვებენ. მაგრამ ვირუსი, შეიძლება, რიგში დგომისას გადამედოს. ამიტომაც არ მგონია, რომ ეს კარგი იდეა იყოს“, – ამბობს ჯონი ნილსენი, ტურისტი დანიიდან.

საფრანგეთის მთავრობა მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს.

დანიის ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლები კი ვაქცინას ორსულ ქალებსაც სთავაზობენ. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ აცრის გაკეთება ფეხმძიმობის ნებისმიერ ეტაპზე მყოფ ქალს შეუძლია.

„აცრის გაკეთების შემდეგ ძლივს მოვისვენებ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშვიდად ვიყო”, – ამბობს ნინა პალესა ბონდი.

ბერძენი პარლამენტარები ფიქრობენ, რომ სამედიცინო მუშაკებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახადონ. ამის გასაპროტესტებლად ათენის ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend