მთავარი სპორტი პირველი გამარჯვება ევროჩელენჯერზე

პირველი გამარჯვება ევროჩელენჯერზე

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე ევროჩელენჯზე პირველი გამარჯვება თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ მოიპოვა. მილოშ გლიგორიევიჩის გუნდმა მეტოქე 77:69 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი, ლაშა მიქელაძე იყო, რომელმაც გუნდს 22 ქულა და 6 მოხსნა მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში ქართველები ჩემპიონატის ფავორიტთან, საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდნენ, მომდევნო შეხვედრას კი 22 ივლისს 20:00 საათზე გერმანიის წინააღმდეგ გამართავენ.

გიორგი სანაძე

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend