მთავარიაზიაჩინეთიჰონგ-კონგში დაკავებული ჟურნალისტების სასამართლო პროცესი გაიმართება

ჰონგ-კონგში დაკავებული ჟურნალისტების სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს, 22 ივლისს, ჰონგ-კონგში გაზეთ „ეფლ დეილის“ რედაქტორებისა და სარედაქციო კოლეგიის 2 წევრის სასამართლო პროცესი გაიმართება. დაკავებულებს ერთი წლის წინ მიღებული კანონის დარვევა და უცხო ქვეყანასთან ან ქვეყნის გარეთ მყოფ პირებთან შეთქმულების მიზნით თანამშრომლობა ედებათ ბრალად.

ჰონგ-კონგის პოლიციამ ამჟამად უკვე დახურული გაზეთის „ეფლ დეილის“ 2 რედაქტორსა და  სარედაქციო კოლეგიის 2 წევრს წაუყენა ბრალი, რომლიც შეთქმულებაში მონაწილეობას გულისხმობს.  ისინი მას შემდეგ დააკავეს, რაც ჰონგ-კონგის ყველაზე დიდი პროდემოკრატიული გაზეთი იძულებით დახურეს, ხოლო მათი აქტივები კი გაყინეს.

აღმასრულებელი რედაქტორი ლამ მან-ჩუნგი მერვე ადამიანია იმ ჟურნალისტებს შორის, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩინეთის ცენტრალური მთავრობისთვის მიუღებელი მოსაზრებების გამო დააკავეს.

ოთხივე დაკავებულს ერთი წლის წინ მიღებული კანონის დარღვევას ედავებიან, რაც უცხო ქვეყანასთან ან ქვეყნის გარეთ მყოფ პირებთან შეთქმულების მიზნით თანამშრომლობას გულისხმობს. ოფიციალური პირების თქმით, მათი ქმედება აზიანებს ეროვნულ უსაფრთხოებას.

პოლიციამ დაადასტურა 4 პირის დაკავება, თუმცა მათ ვინაობას ჯერჯერობით არ ამხელს. დაკავებულები სასამართლოს წინაშე 22 ივლისს წარდგებიან.

ჰონგ-კონგის პოლიცია გაზეთ „ეფლ დეილის“ ოფისებში გასულ ივნისს შევიდა. მათ მტკიცებულებების სახით კომპიუტერები და დისკები ამოიღეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend