მთავარიგადაცემებიSmart Regionsრაინისპირა ჭაობებში ბიომრავალფეროვნების გადარჩენას ცდილობენ

რაინისპირა ჭაობებში ბიომრავალფეროვნების გადარჩენას ცდილობენ

მრავალი სხვა ჭაობის მსგავსად, საფრანგეთსა და გერმანიას შორის გადაჭიმულ რაინისპირა ჭაობებში ბიომრავალფეროვნება მცირდება.

სწორედ ამიტომ გადაშენების პირზე მყოფი ფაუნის  დასცავად ორივე ქვეყანა ახორციელებს  ერთიან პროექტს, სახლწოდებით  „რამსარის ბიომრავალფეროვნება“. ერთ-ერთი ასეთი სახეობაა  ათენის ბუ, რომელიც ამ რეგიონში 25 წლის წინ გადაშენდა. ამის მიზეზი ნაწილობრივ ისაა, რომ აღარ არის ხეხილის ბაღები და ის ფუღუროიანი ხეები, რომლებშიც ეს კონკრეტული სახეობა ბუდობს.

დღეის მდგომარეობით, ათენის ბუ ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია ახლად გაშენებული ხეხილისა და ასობით ბუდის წყალობით, რომლებიც ხეებში ჩადგეს.

დომინიკ ბერსუდე, ფრინველთა დაცვის ლიგის მოხალისე:

„2021 წელს ელზასის  რეგიონში უკვე 700 წყვილი ბუ დავთვალეთ. 1990 წელს მხოლოდ 150 იყო და ეს რიცხვი 700-მდე იმ მოხალისეების წყალობით გაიზარდა, რომლებსაც ძალიან უყვართ ეს ბუ. მათ გადაარჩინეს მისი სახეობები და გამრავლების საშუალება მისცეს.“

„რამსარის ბიომრავალფეროვნების“ პროექტი, რომელიც გერმანიასა და საფრანგეთს ფარავს, ექვს სახეობაზე ზრუნავს. ამ პროექტის მთლიანი ბიუჯეტი მილიონ 200 ათასი ევროა, რომლის ნახევარსაც ევროკავშირი აფინანსებს.

კიდევ ერთი დაცვის ქვეშ მყოფი სახეობა ჩრდილოეთის პრანწიაა. ეს ჭაობის ბინადარი ჩიტია, რომლის რაოდენობაც იმიტომ შემცირდა, რომ მათი სასიცოცხლო გარემო დააშრეს და სავარგულებად გადააქციეს.

მათ გადასარჩენად სავარგულების გასწვრივ ხელოვნური გუბეები გააკეთეს, რათა პრანწია ჭიაღუათი იკვებოს და გამრავლდეს.

კატი ზელი, განვითარების ხელმძღვანელი „ფრინველთა დაცვის ლიგაში“:

“ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ სიცოცხლე საკვების ვრცელი ჯაჭვისაგან შედგება. ამიტომ თუ არსებობს პრანწია, მისთვის აუცილებელია საკვებიც, რომელიც, თავის მხრივ, სპეციალური მცენარეებით იკვებება. ჩვენ ერთი მთლიანი ეკოსისტემა  ვართ და ადამიანი ამ დიდი ბიომრავალფეროვნების ნაწილია.“

ჩიტმა საზღვარი არ იცის,  რაინის გერმანულ მხარეზე ჩადგმულ ტივებზე მეთოვლიებმა დაიბუდეს. ეს გადამფრენი ფრინველი, როგორც წესი, ქვიან, მტაცებლისაგან დაცულ სანაპიროებზე ბინადრობს. სამწუხაროდ, ასეთი სანაპიროები მდინარე რაინზე არხების გაყვანის შედეგად გაქრა.

მარე ჰაიდერი,  ორნითოლოგი, ბიულის  ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის ინსტიტუტი:

“მეთოვლია ისეთი სახეობაა, რომელსაც  რაინის ორივე მხარეს ერთანირი პრობლემები აქვს. ვგულისხმობ, რომ ეს ფრინველი ჩვენს ქვეყნებში ვეღარ პოულობს მისი გამრავლებისთვის აუცილებელ გარემოს. რადგან მნიშვნელობა არ აქვს, ეს ჩიტი გერმანიაში მიფრინავს თუ საფრანგეთში, კარგია, რომ ვთანამშრომლობთ.“

გარემოსდამცველები გვარწმუნებენ, რომ სასწრაფოდ უნდა შევცვალოთ სოფლის მეურნეობის მეთოდები ისე, რომ ანაგრიში გავუწიოთ ფრინველებს, რომლებიც მიწათმოქმედებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

ავტორი: კირილ ფურნერისი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend