მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფომიგრანტთა კრიზისი გაერთიანებულ სამეფოში

მიგრანტთა კრიზისი გაერთიანებულ სამეფოში

გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა მდივანი, პრიტი პატელი აცხადებს, რომ საფრანგეთიდან მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაკანონიერად შემსვლელ მიგრანტთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. საკანონმდებლო ორგანოში, შესაბამის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას, ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მიგრანტები დიდ ბრიტანეთში შესასვლელად საფრანგეთის სანაპირო რაიონებს იყენებენ.

გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა მდივანი, პრიტი პატელი აცხადებს, რომ საფრანგეთის მთავრობა ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად თანამშრომლობს ლონდონთან

„პირველ რიგში მსურს განვაცხადო, რომ საფრანგეთის მთავრობა მიგრანტთა ტალღის შესაჩერებლად, გასულ წელთან შედარებით გაცილებით უფრო ეფექტიანად მუშაობს. მე ეს საკითხი საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან საუბრისას განვიხილე, როგორც ჩანს საფრანგეთის ტერიტორიიდან მომავალი მიგრანტების დაახლოებით ნახევარი ბელგიიდან მოემართება. მე და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად ვთანამშრომლობთ, თანამშრომლობაში ორივე მხირდან ჩართული არიან როგორც სასაზღვრო, ასევე უშიშროების სტრუქტურები. ჩვენ ამ ეტაპზე უკვე კარგი წარმოდგენა გვაქვს მიგრანტთა მარშრუტზე, ეს საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს“,  – აცხადებს პრიტი პატელი, გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა მდივანი.

წელს დიდ ბრიტანეთში ჩასული, დოკუმენტაციის არმქონე მიგრანტთა რაოდენობა უკვე აჭარბებს 2020 წლის მონაცემებს, სტატისტიკის მიხედვით უკვე 9 ათასზე მეტმა მიგრანტმა შეძლო გაერთიანებულ სამეფოში არაკანონიერად შეღწევა, გასულ წელს ეს ციფრო მხოლოდ 8 ათასი იყო.

„ამ ეტაპზე, ბევრი კრიმინალური დაჯგუფება ბოროტად იყენებს ჩვენს მოქნილ საემიგრაციო პოლიტიკას. მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საკმაოდ რთული რეფორმებია გასატარებელი. საკანონმდებლო ორგანოში უკვე მუშაობენ შესაბამის კანონპროექტზე. კრიმინალური დაჯგუფებები რომელთა წევრებიც ამ საქმიანობით არიან დაკავებულნი კანონის წინაშე პასუხს აგებენ“,  – ამბობს პრიტი პატელი.

გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება არაკანონიერი მიგრაციის შეჩერებისათვის აქტიურად თანამშრომლობს საფრანგეთის მთავრობასთან, საერთო მიზნის მისაღწევად, ლონდონი პარიზს, 75 მილიონ ამერიკულ დოლარამდე მოცულობის თანხას გადაუხდის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend