მთავარიამერიკამექსიკამექსიკაში მარადონას სახელობის ტაძარი გაიხსნა

მექსიკაში მარადონას სახელობის ტაძარი გაიხსნა

მექსიკაში ლეგენდარული ფეხბურთელის დიეგო მარადონას სახელობის ტაძარი გაიხსნა, რომლის კედლებსაც ვარსკვლავის ფოტოები ამშვენებს.

დიდ ეკრანებზე არგენტინელი ფეხბურთელის ცნობილი მატჩების  ვიდეოჩანაწერები გადის. ერთ-ერთი 1986 წლის მსოფლიო თასის ფინალია, რომლის დროსაც დიეგო მარადონამ თავის ქვეყანას გამარჯვება მოუტანა.

დიეგო მარადონას სახელობის პირველი ეკლესია როსარიოში, ბუენოს-აირესის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქში 1998 წელს გაიხსნა.

მარსელო ბუჩეტი, მექსიკის მარადონას სახელობის ტაძრის დამაარსებელი ამბობს, რომ მარადონა მთელი არგენტინისათვის ფეხბურთის ღმერთია.

„მარადონა არგენტინელების ახალ იდენტობად იქცა. მის აღმოჩენამდე ჩვენ მსოფლიო გვიცნობდა სან-მარტინითა და ფოლკლენდის ომით. 1986 წლიდან კი არგენტინა მარადონას ქვეყანაა“, – ამბობს მექსიკის მარადონას სახელობის ტაძრის დამაარსებელი მარსელო ბუჩეტი.

მარადონას სახელობის ტაძრის წევრები 22 ივნისს აღნიშნავენ, რადგან 1986 წლის ამ დღეს მარადონამ ინგლისის კარში ლეგენდარული გოლი გაიტანა. ამ დღის შემდეგ მის მეტსახელებს „ღმერთის ხელიც“ შეემატა.

„შარშანდელი წელი საკმაოდ მძიმე იყო. გარდაიცვალა დედაჩემი, საუკეთესო მეგობარი და ბოლოს ჩემი ქალიშვილის დაბადების დღეს მარადონა გარდაიცვალა. მეორე დღესვე გადავწყვიტე, რომ რესტორანი მარადონას სახელობის ტაძრად გადამეკეთებინა. ვთქვი, რომ ამას გავაკეთებდი და არ მაინტერესებდა, რა მოხდებოდა“, – იხსენებს მარსელო ბუჩეტი.

მარსელო ელოდა წინააღმდეგობას, თუმცა საზოგადოებისგან ამ ამბავს დადებითი შეფასება მოჰყვა. პირველ კვირაში ტაძარში  1000-ზე მეტი ადამიანი მივიდა,  მათგან 80 პროცენტი ქალი იყო.

არგენტინაში მარადონას სახელობის ეკლესიის დამფუძნებელმა მარსელ ამესმა განაცხადა, რომ ამ ტაძრებს არაფერი აქვთ საერთო ეკლესიასთან,

და რომ მათ კარგად იციან თავიანთი ღმერთის სისუსტეებიც.

მარადონა ებრძოდა ნარკომანიასა და ჭარბ წონას. იგი მსოფლიო თასიდან დოპინგის გამოყენების გამო გააძევეს და ჟურნალისტებისთვის საჰაერო იარაღის სროლისთვის კი პატიმრობა მიუსაჯეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend