მთავარიევროპაგერმანიაგერმანიაში მაშველები წყალდიდობის შედეგად დაკარგულ ადამიანებს ეძებენ

გერმანიაში მაშველები წყალდიდობის შედეგად დაკარგულ ადამიანებს ეძებენ

მეხანძრეებმა ამოაშრეს გერმანიის ყველაზე დატბორილი რაიონის პარკინგის ზონა. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ამ ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე ცხედარს იპოვიდნენ.

ჰოლგერ კვინტი, სახანძრო დეპარტამენტის უფროსი შიშობს, რომ გვამები შესაძლოა დატბორილ მანქანებშიც იპოვონ.

„ამ დროისთვის პარკინგის ზონაზე დაახლოებით 40-50 მანქანა დავთვალეთ. ვშიშობთ, რომ ამ მანქანებში შესაძლოა, კიდევ აღმოვაჩინოთ ცხედრები“, – ამბობს ჰოლგერ კვინტი.

გერმანიაში ორშაბათს წყალდიდობამ იკლო. ხელისუფლება კი სტიქიური კატასტროფის მსხვერპლთა ძიებას განაგრძობს. დაზარალდა დასავლეთი გერმანიის, აღმოსავლეთი ნიდერლანდებისა და ბელგიის მოსახლეობა.

ამ დროისთვის რაინლანდ-პფალცში წყალდიდობის გამო 117 ადამიანი გარდაიცვალა. მის მეზობელ მიწაზე ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში კი – 47.

ბელგიაში სტიქიას 31 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დრომდე ეძებენ 163 დაკარგულს.

წყალდიდობის შედეგად ევროპაში დაახლოებით 200 ადამიანი დაიღუპა, 1300-ზე მეტი კი დაკარგულად მიიჩნევა.

გერმანიისა და ბელგიის გარდა, სტიქიურმა მოვლენამ დააზარალა ნიდერლანდები, შვეიცარია, ავსტრია და საფრანგეთი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend