მთავარიგადაცემებიბიზნესპლანეტატურიზმის სექტორი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით ზაფხულის სეზონის გადარჩენას ცდილობს

ტურიზმის სექტორი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით ზაფხულის სეზონის გადარჩენას ცდილობს

კიდევ ერთი რთული წელი უდგას ტურიზმის ინდუსტრიას, რადგან ეს სექტორი პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შედეგებს იმკის.

Vila Gale სასტუმროების ერთ-ერთი ყველაზე დიდი  ქსელია პორტუგალიაში. ეს კომპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმოფანტულ თითქმის 40 სასტუმროსა და კურორტს აერთიანებს, მათ შორის არის აი, ეს სასტუმროც ქალაქ ელვაშში. რამდენიმეთვიანი კარანტინის შემდეგ, ეს კომპანია ზაფხულს იმედის თვალით უყურებს.

სწორედ ამიტომ სასტუმრომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღო ტურიზმის უმაღლესი ხარისხის ახალი ნიშანი, რომელსაც „ევროპის ტურიზმის კოვიდ-19-ის უსაფრთხოების ბეჭედი“ ეწოდება.

ამ სტანდარტის მიზანია, რომ ევროკავშირის მასპინძლობის ინდუსტრიაში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ზომების ჰარმონიზაცია უზრუნველყოს.

გონსალო რებელო ალმეიდა  Vila Gale-ის ადმინისტრაციული საბჭოს წევრია. იგი განმარტავს, თუ რატომ იჩქარა სასტუმროში უსაფრთხოებსი ახალი სტანდარტებსი დანერგვა:

„ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ამით დამატებით ზომებს მივიღებდით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა მომხმარებლის ნდობის აღსადგენად, რომ ხალხმა ისევ იმოგზაუროს და ჩვენს სასტუმროებში თავი უსაფრთხოდ იგრძნოს.“

გონსალო ამბობს, რომ სიახლე თავიდან პირველად ცოტა რთული გასაგები აღმოჩნდა, „მაგრამ რადგან სასტუმრო ინდუსტრიამ ისედაც უამრავი ღონისიძიება გაატარა სისუფთავისა და უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, ამიტომ საქმე თანდათან უფრო მარტივად წავიდა.“ სოციალური დისტანციის დაცვა საკმაოდ დიდი პრობლემაა, რადგან ბარებსა და რესტორნებში, აუზებთან დისტანცია უნდა დავიცვათ, ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა.“

ხარისხის ახალი ნიშნის მიზანია, მოგზაურები დაარწმუნოს, რომ ბიზნესი უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის ყველა ზომას იცავს.

დელტა შტამის გავრცელებასთან დაკავშირებული შიშის მიუხედავად, იმედოვნებენ, რომ ხარისხის ახალი ნიშანი ევროკავშირის ვაქცინის ციფრულ პასპორტთან ერთად  მოგზაურობასა და ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს.

უსფართხოებსი ნიშნის ავტორი ესპანეთის სტანდარტიზაციის ასოციაციის წარმოამდგენელუ ნატალია ორტის დე ზარატე განმარტავს, რომ უსაფრთხოების  ნიშანი „უზრუნველყოფს ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ზომების დაცვას ტურიზმის სექტორის ღირებულებათა სრულ ჯაჭვში. ბიზნესმა სპეციალური მოთხოვნები უნდა დანერგოს პერსონალის, დასუფთავების, ვენტილაციის, ინფორმაციის გაცემისა და კიდევ მრავალი სხვა მიმართულებით, რაც  კოვიდ-19-თან დაკავშირებული რისკების შეფასებას შეესაბამება.“

ნატალია ორტის დე ზარატე თვლის, რომ ბიზნესს ამ სიახლის დანერგვა არ უნდა გაუჭირდეს, რადგან  “კომპანიათა უმეტესობამ პანდემიის დროს უკვე  მიიღო შესაბამისი ზომები, ამიტომ ახალი ხარისხის ნიშნის მოთხოვნების შესატყვისი ზომების მიღებაც არ უნდა გაუჭირდეთ.“

მოცემულ ეტაპზე ევროპის ქვეყნებში მოგზაურობასთან დაკავშირებით  განსხვავებული შეზღუდვები მოქმედებს. გონსალო რებელო ალმეიდას სურს, რომ ეს შეიცვალოს და „უახლოეს მომავალში ყველა ქვეყანაში ერთნაირი წესები ამოქმედდეს.“ მისი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნდობა აღდგეს, „რომ ტურიზმისა და მოგზაურობის ინდუსტრია მთელ ევროპაში ისევ ფეხზე დადგეს.“

ავტორი: პოლ ჰაკეტი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend