მთავარისაქართველობათუმის კონფერენციამდე

ბათუმის კონფერენციამდე

მოკლე ისტორია - ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირველი ვიზიტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად

პირველად ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ტურნეს ფარგლებში 28 თებერვალს ჩამოვიდა. პირველ მარტს კი ოფიციალური შეხვედრები დაიწყო.

შარლ მიშელი გასული ვიზიტის ფარგლებში შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და დეპუტატებს. შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, როლებიც იმ დროს საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებდნენ.

ამ შეხვედრებზე იმსჯელეს როგორც საქართველოში არსებული კრიზისული პოლიტიკური პროცესების გადაჭრის გზებზე, ასევე პანდემიის შესახებ არსებულ ვითარებაზე საქართველოსა და ევროპაში.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შესთავაზა, რომ ბათუმის კონფერენცია საქართველო-ევროკავშირს შორის, გარდაიქმნას, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების – საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ტრიო. პირველი კონფერენციის ოფიციალურ თარიღად კი 18 ივლისი წარადგინა. ამ იდეას შარლ მიშელმა და სამივე ქვეყნის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა.

თებერვალ-მარტში საქართველოში სტუმრობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, ხუთ პუნქტიანი ხელშეკრულების დატოვებით დაასრულა. ამ შეთანხმების დოკუმენტზე მოგვიანებით, 19 აპრილს, ხელი თითქმის ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მოაწერა. ხელმოწერის პროცესს შარლ მიშელი ონლაინ რეჟიმში დაესწრო.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend