მთავარიმსოფლიოკავკასიაქალაქ შუშაში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ შუშაში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქი შუშა მთიანი ყარაბაღის ყველაზე გამორჩეული ქალაქია. იგი ზღვის დონიდან ათას ექვსას მეტრზე მდებარეობს. ევრონიუსი არის პირველი დასავლური მედიასაშუალება, რომელსაც ამ სტრატეგიული ქალაქის თავისუფლად დათვალიერების საშუალება მიეცა.

ეს წმინდა ადგილია როგორც აზერბაიჯანელებისთვის, ასევე სომხებისათვის. აზერბაიჯანულად ამ ადგილს შუშა ჰქვია, ხოლო სომხურად შუში. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს ეს ქალაქი ბრძოლის ეპიცენტრში აღმოჩნდა. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში შუშა სომხების ხელში იყო. თუმცა ახლა ის კვლავ აზერბაიჯანმა დაიკავა.

ქალაქის ცენტრში ეკლესია დგას, რომელიც ომის დროს დაზიანდა. სომხების აზრით, ეს მიზანმიმართული შეტევა იყო, თუმცა აზერბაიჯანელები ამას უარყოფენ.

ეკლესია ხარაჩოებშია. ეკლესიასთან ნიშანი დგას, სადაც წერია რომ შენობას რეაბილიტაციას აზერბაიჯანის მთავრობა უტარებს.

კაზანჩის ეკლესია მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს აიგო. ბოლო ასი წლის განმავლობაში იგი არაერთხელ აღდგენილა. ბოლოდროინდელი საომარი მოქმედებების დროს იგი დაზიანდა. ამჟამად ზიანის შეფასება მიმდინარეობს“, – ამბობს ექსპერტი იუნესკოს რიზვან ჰუსეინოვი.

აღდგენითი სამუშაოები ქალაქის ძველ უბანშიც გრძელდება.

შუშაში ყარაბაღის სასტუმროს მშენებლობაც დაიწყო. ქალაქში არაერთი ახალი ნაგებობა შენდება.

„ჩვენ მუშაობა მაისში დავიწყეთ და პროექტის დასრულებას სექტემბერში ვგეგმავთ. როცა აქ ჩამოვედით, ბევრ სირთულეს გადავაწყდით. ქალაქში არ დაგვხვდა ინფრასტრუქტურა. არ იყო წყალი და ელექტროენერგია. ჩვენ ჩავატარეთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ეს პრობლემებიც მოგვარდა“, – აცხადებს პროექტის მენეჯერი ელჩინ ბაშირლი.

თუმცა ქალაქი, სავარაუდოდ, პირვანდელ სახეს ვერ დაიბრუნებს. კონფლიქტის დროს სომხები იძულებული გახდნენ, შუშიდან გაქცეულიყვნენ. ქალაქში ახლა ის აზერბაიჯანელები ბრუნდებიან, რომელთაც საკუთარი სახლების დატოვება ათწლეულების წინ მოუწიათ.

ქალაქს ომის ნაიარევი კვლავ ეტყობა. იმედია, აზერბაიჯანელები და სომხები შეძლებენ ამ ულამაზეს რეგიონში მშვიდობიანად თანაცხოვრებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend