მთავარი საქართველო საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვერ აირჩია

საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვერ აირჩია

საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვერ აირჩია. დასახელებული ორი კანდიდატიდან ხმების საჭირო რაოდენობა- 100 ხმა- ვერც გიორგი კალანდარიშვილმა და ვერც გიორგი სანტურიანმა დააგროვა.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 2 მცდელობის მიუხედავად ვერ აირჩიეს, საჭირო ხმების რაოდენობა შემცირდება და 90 ადამიანის ხმაც საკმარისი იქნება.

თუ კონსენსუსის მიღწევა მაინც ვერ მოხერხდა, ამ შემთხვევაში პარლამენტმა შეიძლება გადაწყვეტილება 76 ხმით მიიღოს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend