მთავარი ევროპა საფრანგეთი "ლურჯი სანაპიროს სარკინიგზო ხაზი" 2023 წლის შემდეგაც გააგრძელებს მუშაობას

“ლურჯი სანაპიროს სარკინიგზო ხაზი” 2023 წლის შემდეგაც გააგრძელებს მუშაობას

მარსელიდან გამოსული კოტ-ბლუს მატარებელი ნელ-ნელა მიდის კლდეზე, რომლიდანაც ხმელთაშუა ზღვა მოჩანს. ე.წ. ლურჯ სანაპირო ხაზს საფრთხე ემუქრებოდა, შეიძლებოდა, ის 2023 წელს სამუდამოდ დაკეტილიყო.

თუმცა მდიდარი არქიტექტურული მემკვიდრეობისა და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის მიმართ დამოკიდებულებამ გადაარჩინა ეს ხაზი, რომელიც მე-19 საუკუნეში ემიგრანტი მუშების მიერ იქნა გაყვანილი.

„ლურჯი სანაპიროს ასოციაციის“ დამფუძნებელი ერიკ ბარონი ამბობს, რომ ამ ხაზის მშენებლობაში რამდენიმე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. მათ მუშახელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოიყვანეს.

კლდესა და ზღვას შორის 23 გვირაბი და 18 ხიდის ტიპის ნაგებობა დაუვიწყარ სანახაობას ქმნის. მშენებლობის დროს არაერთი ადამიანი დაიღუპა. 105 წლის შემდეგ კი რკინიგზის 24 კილომეტრის სიგრძის სექციას რეაბილიტაცია ჩაუტარდა. რეაბილიტაციის საინვესტიციო ღირებულებამ 46 მილიონი ევრო შეადგინა. ტურისტების აზრით, ინვესტიცია ამად ღირდა.

საფრანგეთში ეს ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო მოგზაურობაა მატარებლით.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend