მთავარი საქართველო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი დახვდნენ.

შარლ მიშელი 19 ივლისს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება, სახელწოდებით „საქართველოს ევროპული გზა“.

ის ასევე შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან.

დაგეგმილია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.

საქართველოში ჩამოსვლამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი იმყოფებოდა სომხეთსა და აზერბაიჯანში.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend