მთავარი საქართველო პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დაიხურა

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დაიხურა

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის მოსმენა 18 ივლისს აღარ გამართება

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშრიდებით ანგარიშისის წარსადგენად მივიდა. გომელაურს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს.

პარლამენტის თამჯდომარე კახა კუჭავამ რიგგარეშე პლენარული სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

მანამდე ვახტანგ გომელაურს საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები სტვენით დახვდნენ.

აღსანიშნავია, რომ პოლიციას კორდონი ჰქონდა გაკეთებული, რის გამოც აქციის მონაწილეებს შს მინისტრთან მიახლოების საშუალება არ ჰქონდათ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, გომელაურის მოსმენის დასრულებამდე პარლამენტთან დარჩებიან.

ამასთან, ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ შს მინისტრი პარლამენტში არა სამთავრობო, მსუბუქი ავტომანქანით, არამედ „დაბურულშუშებიანი მინივენით მიიყვანეს“.

„მინივენით მოიყვანეს, რომ ვერ გვეცნო. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობას ჩვენი ეშინია“, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend