მთავარი საქართველო ვახტანგ გომელაური პარლამენტში 5 ივლისის მოვლებზე ანგარიშის წარსადგენად მივიდა

ვახტანგ გომელაური პარლამენტში 5 ივლისის მოვლებზე ანგარიშის წარსადგენად მივიდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტში მივიდა. გომელაურს საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები სტვენით დახვდნენ.

აღსანიშნავია, რომ პოლიციას კორდონი ჰქონდა გაკეთებული, რის გამოც აქციის მონაწილეებს შს მინისტრთან მიახლოების საშუალება არ ჰქონდათ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, გომელაურის მოსმენის დასრულებამდე პარლამენტთან დარჩებიან.

ამასთან, ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ შს მინისტრი პარლამენტში არა სამთავრობო, მსუბუქი ავტომანქანით, არამედ „დაბურულშუშებიანი მინივენით მიიყვანეს“.

„მინივენით მოიყვანეს, რომ ვერ გვეცნო. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობას ჩვენი ეშინია“, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend