,,ვურჩევ, თხოვნითაც მივმართავ ქართული ოცნების მომხრეებს და ამ პოლიტიკურ აქტივს, გასაგებია, რომ ღარიბაშვილის დღეს გადადგომა წინასაარჩევნოდ ვაია, მაგრამ არგადადგომა არის უი, უი და უი” – ამის შესახებ ტელეკომპანია ,,ფორმულას” ჟურნალისტმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს არჩევანი ხელისუფლებამ ცუდსა და უარესს შორის უნდა გააკეთოს
,,ვურჩევ, თხოვნითაც მივმართავ ქართული ოცნების მომხრეებს და ამ პოლიტიკურ აქტივს, გასაგებია, რომ ღარიბაშვილის დღეს გადადგომა წინასაარჩევნოდ ვაია, მაგრამ არგადადგომა არის უი, უი და უი და მე მგონია, რომ პოლიტიკაში ყოველთვის კარგსა და ცუდს შორის არჩევანი არ არის, არჩევანი ცუდსა და უარესს შემთხვევაში არის ხშირად, ისეთ ქვეყანაში, როგორიც ჯერჯერობით საქართველოა, სჯობს ნაკლებად ცუდი აირჩიონ და დროზე აიძულონ ღარიბაშვილი გადადგეს” – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.