მთავარი Unreported Europe აქვთ თუ არა ბელგრადის მოქალქეებს ჭკვიანი კამერების გამო შეშფოთების საფუძველი?

აქვთ თუ არა ბელგრადის მოქალქეებს ჭკვიანი კამერების გამო შეშფოთების საფუძველი?

საინტერესოა, სათვალთვალო კამერები მხოლოდ იცავენ ბელგრადის მოქალაქეებს თუ თვალყურსაც ადევნებენ მათ? ეს კითხვები უკვე ისეთი შეშფოთებისა და პროტესტის საგანი გახდა, რომ საქმეში ევროპული ინსტიტუციებიც ჩაერთნენ.

ამ საქმიან ქუჩაზე კიბერუსაფრთხიოების ექსპერტს შევხვდით, რომელიც მისიის შესასრულებლად გამოვიდა.  ეს ციფრული კრიმინალისტიკის სპეციალისტი იმ სათვალთვალო კამერებს ნიშნავს, რომლებსაც სახის ამოცნობა შეუძლიათ.

ანდრეი პეტროვსკი, Share Foundaiton-ის ტექნიკური განყოფილების უფროსი:

„ამ კამერებს შეუძლიათ ამოიცნონ სახე, საგნები, სალიცენზიო ფირფიტები, პრაქტიკულად ადამიანის ყველა ქმედება, რომლებიც მათ ირგვლივ ხდება. მთელი ინფორმაცია  გროვდება მონაცემთა ბაზაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია მართავენ. მათ შეუძლიათ გააანალიზონ მონაცემები და შეადარონ მონაცემთა სხვა ბაზებს ან ნებისმიერ ინფორმაციას, რაც ხელთ ექნებათ.“

ციფრული ტექნოლოგიის ექსპერტი უფლებადამცველები ამბობენ, რომ მათ სულ მცირე 1200 ჭკვიანი კამერა მონიშნეს ქალაქში და ყველა ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის Huawei-ს პროდუქტია.

ხელისუფლება გადაჭრით უარყოფს, რომ სახის ამომცნობი რომელიმე პროგრამა ჩართულია და მუშაობს. ისინი ამტკიცებენ, რომ კამერები მხოლოდ საგზაო მოძრაობის კონტროლისა და კრიმინალთან ბრძოლის მიზნით არის დამონტაჟებული.

მაგრამ აქტივისტებს ამაში ეჭვი ეპარებათ. მათ შექმნეს დიაგრამა, რომელიც, მათი აზრით, მთავრობის სათვალთვალო პლატფორმას ასახავს.

ანდრეი პეტროვსკი, Share Foundaiton-ის ტექნიკური განყოფილების უფროსი:

„ბელგრადი საკმაოდ უსაფრთხო ქალაქია. როგორც ექსპერტები აცხადებენ, არ არსებობს რამე გონივრული საფუძველი იმისთვის, რომ ბელგრადისნაირ ქალაქში ასეთი აგრესიული სათვალთვალო სისტემა არსებობდეს.“

ანდრეი პეტროვსკის ეჭვებსი საბაბს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის მიერ მონაცემთა დაცვის გავლენის ორი შეფასება აძლევს, რომელიც ამ ორმა უწყებამ, სერბეთის კანონმდებლობის მიხედვით,  მონაცემთა დაცვის კომისიას წარუდგინა. ეს უკანასკნელი სერბეთში მონაცემების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოა.

„კომისიამ ორივე შეფასება დაიწუნა, რადგან სრულყოფილი არ იყო. თუმცა ორივე დოკუმენტი შეიცავდა  საკმაოდ ბევრ ინფორმაციას, რომელთა გამოყენებაც შეეძლოთ,“ – ამბობს ანდრეი.

აქტვისტების მოსაზრებით, თვით ფაქტი, რომ მთავრობამ პირადი მონაცემების დაცვის კომისიასთან გაიარა კონსულტაცია, ადასტურებს ხელისუფლების სურვილს, მიმართოს ბიომეტრიულ თვალთვალს.

ხუთი წლის წინ სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და კომპანია  Huawei-მ ხელი მოაწერეს კონტრაქტს, რომელიც ქუჩაში უსაფრთხოების გაზრდას ისახავს მიზნად. კონტრაქტის სრული ღირებულება უცნობია, თუმცა კრიტიკოსები ამბობენ, რომ ის რამდენიმე მილიონ ევროს შეადგენს.

კრიტიკსოებს ისიც სჯერათ, რომ ახალი კამერები ყველგან 2019 წელს პანდემიის გამო დაწესებული კარანტინის დროს დააყენეს. ამ ფაქტმა კი მათი ეჭვი გააძლიერა.

„ევრონიუსმა“ რამდენჯერმე მიმართა პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციას, მაგრამ კამერებზე საუბარი არავინ მოისურვა.

კითხვებს მხოლოდ პირადი ინფორმაციის დაცვის კომისარმა უპასუხა. მისი განმარტებით, მთავრობამ არაერთხელ დაარწმუნა, რომ არავითარი სახის ამომცნობი ციფრული სისტემა არ არის ჩართული, რადგან მოქმედი კანონი კრძალავს ბიომეტრიული მონაცემების დამუშავებას. კითხვის პასუხად, თუ რატომ დაამონტაჟეს ჭკვიანი კამერები, კომისარმა აღიარა, რომ პროცესი არ არის გამჭვირვალე.

მილან მარინოვიჩი, სერბეთის  საჯარო მნიშვნელობის ინფორმაციისა და პირადი მონაცემების დაცვის კომისარი:

“ძალიან ცოტა რამ ვიცით, რაც მოქალაქეების ეჭვს იწვევს. ეს არ უნდა ხდებოდეს. ჩემი აზრით, არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ  მთავრობამ თუ შინაგან საქმეთა სამინისტრომ „უსაფრთხო ქალაქისა“ და „უსაფრთხო საზოგადოების“ გეგმებზე ინფორმაცია დამალოს, არ გაამხილოს, რა ეტაპზეა დღეს ეს გეგმები და როგორ მოხდება მათი განხორციელება.“

როგორც პირადი მონაცემების დაცვის კომისარი ამბობს, მას მოქალაქეები საჩივრით მიმართავენ.

მილან მარინოვიჩი, სერბეთის  საჯარო მნიშვნელობის ინფორმაციისა და პირადი მონაცემების დაცვის კომისარი:

„სულ უფრო მეტს საუბრობენ სახის ამოცნობისა და პირადი მონაცემების დამუშავების შესაძლებლობაზე. მოქალაქეებს საკმარისი ინფორმაცია არ აქვთ. ამიტომ ჩვენთან მოდიან პასუხის მისაღებად. ისინი ღელავენ კამერების რაოდენობის გამო. მათ სურთ, იცოდნენ, რომელ საჯარო სივრცეშია კამერები დამონტაჟებული, სურთ, იცოდნენ, ამუშავებენ ახლა მათ მონაცემებს თუ არა.“

ისმის კითხვა: თუ სერბეთში სათვალთვალო კამერებს ახლა არ იყენებენ, გამოიყენებენ თუ არა მათ მომავალში? სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და ევროპა ამის გამო შეშფოთებულია.

ევროკავშირის წარმომადგენელი გვიხსნის, რომ ევროკავშირის მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობა კრძალავს ბიომეტრიული მონაცემების დამუშავებას, თუ ამისთვის განსაკუთრებული საფუძველი არ არსებობს.

ანა პისონერო, ევროკომისიის პრესმდივანი:

“როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, სერბეთმა აიღო ვალდებულება, რომ ჰარმონიაში იყოს ევროკავშირის მოქმედ და მომავალ კანონმდებლობასთან პირადი მონაცემების დაცვის კანონის ჩათვლით. ჩვენ მონიტორინგს ვუწევთ ამ საკითხს სერბეთის ხელისუფლებასთან ჩვენი პოლიტკური დიალოგის ფარგლებში. მათ გვაცნობეს, რომ სერბეთმა შეაჩერა პირადი მონაცემების დამუშავება მანამ, სანამ კანონმდებლობაში შესწორებები შევა და შესაბამისობაში არ იქნება პირადი მონაცემების დაცვის კანონთან.“

აქვთ თუ არა  ბელგრადის მოქალქეებს ჭკვიანი კამერების გამო შეშფოთების საფუძველი?

კიბერუსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, რომ ტექნოლოგიების წყალობით მუდმივი თვალთვალი სავსებით შესაძლებელია და ეს რისკი ნამდვილად არსებობს. ამის დასადასტურებლად, ექსპერტებმა ძველი ყავის აპარატზე დაამონტაჟეს კამერები, სენსორები და მიკროფონები, რის შემდეგაც ძალიან მარტივმა კომპიუტერულმა პროგრამამ სულ ადვილად შეძლო მონაცემების შეგროვება.

ვლადიმირ რადუნოვიჩი, DIGWATCH-ის კიბერუსფართხოების პოლიტიკის ლექტორი:

“თუ მთელ ქალაქში კამერებია დამონტაჟებული და შენ ქალაქში მოძრაობ, ამ დროს კი ვინმემ ჩამოიღო მარკერი და უთხრა, „სისტემავ, მითხარი, როდის არის ვლადი ამა და ამ ადგილზე“, მაშინ სრულიად დასაშვებია, განუწყვეტლივ გადევნონ თვალყური, როცა მოძრაობ. ეს შესაძლებლია სახის ამომცნობის მეშვეობით. ამიტომ არის სახიფათო. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ მერე რა, მიყურონ, კრიმინალი ხომ არ ვარ. როგორც წესი, ასე ამბობს ხალხი, რა მაქვს დასამალი. მაგრამ ეს არ შეიძლება, ადამიანს რაღაც პირადი სივრცე სჭირდება, მაშინაც კი, თუ არაფერს აშავებს.“

გარდა პირადი სივრცის ხელყოფისა, კიდევ როგორ შეიძლება დაარღვიოს ჭკვიანი თვალთვალის სისტემამ ადამიანის უფლებები?

„ევრონიუსი“ შეხვდა ადვოკატს, რომელიც მუშაობს ჯორჯ სოროსის მიერ დაფინანსებულ „ფონდ ღია საზოგადოებაში“, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების უფლებების დაცვას ემსახურება. ადვოკატი ამბობს, რომ საჯარო დისკუსია მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებაზე აქამდეც უნდა დაწყებულიყო.

ნევენა რუჟიჩი, ადვოკატი და „ფონდი ღია საზოგადოება – სერბეთის“  ციფრული პლატფორმის კოორდინატორი:

„ჩვენ ვსაუბრობთ გადაადგილების, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაზე. ასევე აღმსარებლობის თავისუფლებაზე. ვსაუბრობთ კონსტიტუციითა და ევროპის ადამიანთა უფლებების კონვენციით დაცულ  უამრავ თავისუფლებასა და უფლებაზე. ამიტომ უნდა დავაბალანსოთ ისეთი ზომები, როგორიცაა, მაგალითად, სახის ამომცნობი სისტემის მოქმედება მთელ ქალაქში კრიმინალთან ბრძოლის მიზეზით, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, რაც ყველა ამ უფლებასა და თავისუფლებას უპირისპირდება.“

სერბეთის მთავრობის სიჯიუტემ, რომელსაც არ სურს, გარკვევით განმარტოს, რატომ დაამონტაჟა მასობრივი სათვალთვალო სისტემა, თუნდაც ის ახლა უმოქმედო იყოს, უნდობლობის გარემო შექმნა ქალაქში.

ავტორი: ხულიან გომესი

 

უახლესი

სხვა ამბები

ჭკვიანი კამერებიჭკვიანი კამერები

Send this to a friend