მთავარი ევროპა თურქეთი 5 წელი სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან

5 წელი სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან

საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპული ადამიანების ხსოვნას მიაგეს პატივი

თურქეთის რესპუბლიკაში სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან მეხუთე წლისთავს აღნიშნავენ. საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპული ადამიანების ხსოვნას მიაგეს პატივი.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მოსახლეობას ქვეყნის პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა. სახელმწიფოს ლიდერმა 15 ივლისის მოვლენებისადმი მიძღვნილი მუზეუმი გახსნა.

2016 წლის 15 ივლისს, თურქეთის არმიის სხვადასხვა ქვედანაყოფებმა სამხედრო ვერტმფრენებისა, ტანკებისა და სამხედრო საჰაერო მოიერიშეების გამოყენებით სამოქალაქო ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლა სცადა.

ძმები ჰასბაგები, პრეზიდენტის მოწოდების შედეგად ქუჩაში გამოსულ ათასობით მოქალაქეს შეუერთდნენ. ერთ-ერთი მათგანი ჯარისკაცებთან შეტაკებისას დაიღუპა.

„მე და ჩემი ძმა სახლში ვიყავით როდესაც პრეზიდენტის მიმართვა გავიგეთ, პრეზიდენტი ჩვენ ქუჩაში გასვლისკენ მოგვიწოდებდა. მე ჩემს ძმას ვუთხარი რომ ღმერთის ნების აღსასრულებლად მზად ვიყავი, ჩემი ძმა დამეთანხმა. ქუჩაში ტელევიზორისგან სრულიად განსხვავებული რეალობა ვნახე. ხიდზე ჯარისკაცები დავინახე და გავშეშდი. ქალები და ბავშვები პირდაპირ ჯარისკაცების მიმართულებით მიდიოდნენ. ჩვენ დაჭრილებს ვეხმარებოდით. უეცრად აფეთქების ხმა გავიგე, როდესაც ჩემს ძმას შევხედე ის უკვე გარდაცვლილი იყო”, – იხსენებს ჰუსეინ ჰასბაგი, სამხედრო გადატრიალების მცდელობისას დაღუპულის ნათესავი.

სამხედრო გადატრიალების მცდელობისას საერთო ჯამში 250 – ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2 ათასზე მეტი კი დაიჭრა. თურქეთის მთავრობა აჯანყების ორგანიზებაში ფეითულა გულენსა და მის მიმდევრებს ადანაშაულებს. ეს უკანასკნელი კი ბრალდებას უარყოფს.

„ჩვენ პროტესტის მონაწილეებს ჩენგელკოის რაიონში გადავეყარეთ და მათი გადარწმუნება ვცადეთ. ჩვენ მათ ვეუბნებოდით რომ არასწორად იქცეოდნენ მაგრამ მათ ჩვენ არ დაგვიჯერეს“, – ამბობს ჩან ჩუმურჩუ, სტამბოლის ჩენგელკოის რაიონის გამგებელი.

თურქეთის ხელისუფლებამ ფეითულა გულენის ორგანიზაცია ტერორისტულ დაჯგუფებად შერაცხა, ათასობით ადამიანი კი დააპატიმრა.

5 ათასამდე დაპატიმრებულების უმრავლესობას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ფეითულა გულენი თავს ამერიკის შეერთებული შტატებს აფარებს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend